ჰუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუნები ცხოვრობდნენ ევრაზიის სტეპებზე ჩვ.წ. 4-6 საუკუნეებში , ისინი წარმოადგენდნენ მებრძოლი ჯგუფების კავშირს, რომლებიც მზად იყვნენ შეეერთებინათ სხვა ტომები რათა გაეზარდათ თავიანთი სამხედრო ძლიერება. მათი ეთნოგენეზის (ეთნოგენეზი არის ენა და ნათესაური კავშირი სხვა ტომებთან) ასპექტების უდიდესი ნაწილი ჩვენთვის ნაკლებად არის ცნობილი. ახალმა გენეტიკურმა გამოკვლევამ აჩვენა რომ სტეპური მეომრების დიდი კავშირები, არ ყოფილან ეთნიკურად ერთგვაროვანი ხალხი, ძირითადად იყვნენ სხვადასხვა ევრაზიული კლანებიდან შერწყმული, მონღოლოიდი (თურქული, მონღოლური და ა.შ.) და კავკასიოიდი (ირანული, კავკასიელი ხალხები), გერმანული ტომები (გეპიდები, გოთები) და სლავური ტომები. იმის გარკვევა თუ ვინ იყვნენ რეალური ჰუნები უფრო რთულდება ამ სახელის როგორც რეპუტაციის გამო, ანუ ძალიან ბევრი კლანი ეძახდა თავის თავს ჰუნებს მხოლოდ და მხოლოდ სახელის პრესტიჟის მიზნით. ამას გარდა, ბერძენი და რომაელი მწერლები იყენებდნენ „ჰუნებს“ უფრო ზოგადად, იმის გამო რომ აღეწერათ სოციალური ან ეთნიკური მახასიათებლები, გეოგრაფიული წარმომავლობა ან თუნდაც რეპუტაცია. ცნობილი ავსტრალიელი ისტორიკოსი ვოლტერ პოლი ამბობს: „ერთადერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ჰუნების შესახებ არის ის რომ მათი სახელი (ჰუნი) ახასიათებდა სტეპების პრესტიჟულ მებატონე მებრძოლთა ჯგუფს“. ასეთი ხედვები გვხვდება ძველი თაობების ეთნოცენტრული და ნაციონალისტური სწავლულების კონტექსტში. რომლებიც ხშირად ვარაუდობნენ, რომ ეთნიკური ჰომოგენურობა საფუძვლად უნდა ედოს სოციალურად და კულტურულად მსგავს ხალხებს.

რომაელი ისტორიკოსი ამანიუს მარცელიუსი, რომელმაც  მისი ნაშრომი „რომაული იმპერიის ისტორია“ 390იან წლებში დაასრულა წერს, რომ ჰუნები ბინადრობდნენ აზოვის ზღვის გადაღმა, გაყინულ ზღვასთან. ჯერომმა კი ისინი დაუკავშირა სკვითებს ჩანაწერებში, რომელიც მან ჰუნების პირველი შემოსევებიდან 4 წლის შემდგომ 395 წელს დაწერა. ჰუნების სკვითებთან გაიგივებამ და ზოგადმა შიშმა ანტიქრისტეს მოსვლისა, რომელიც მძლავრად იყო მე4 საუკუნის რომში, ისინი ხალხის წარმოდგენბში დაუკავშირა გოგს და მაგოგს (ვინც პოპულარული ლეგენდის თანახმად ალექსანდრე მაკედონელმა გაუვალ მთებში გამოამწყვდია). ჰუნების ასეთ დემონად ასახვა ასევე ნათლად არის ასახული მე6 საუკუნის ჯორდანეს „გეთიკაში“, რომელიც მათ ასახავს როგორც „ბინძური სულებისგან“ გაჩენილ ხალხს.

ჯოზეფ დე გუინესმა მე18 საუკუნეში და შემდგომ სხვა ისტორიკოსებმაც, მე4 საუკუნეში ევროპის საზღვრებთან გამოჩენილი ჰუნები დაუკავშირეს „ხუნუებს“ , რომლებიც განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს ჩინეთს თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიიდან ძვ.წ 3-ჩვ.წ 2 საუკუნეებში. ჩინურ ჰანის დინასტიასთან გამანადგურებელი დამარცხების შემდგომ ხუნუს ტომის ჩრდილოეთმა ნაწილმა დაიხია უკან ჩრდილო-დასავლეთისკენ, მათი შთამომავლები კი სავარაუდოა რომ ევროპისკენ დაიძრნენ და შეუტიეს 200 წლის შემდეგ. მოისაზრება რომ მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული ნათესავური კავშირი ჰუნებთან. ირიბად, მაგრამ ცხადად ხდის ამ ფაქტს რთული კონსტრუქციის მშვილდის გადატანა ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთით, რომელსაც მეორენაირად აგრეთვე ჰუნების მშვილდს ეძახიან. მოთხრობები და ამბები ფესვგადგმულია როგორც დასავლურ ისე აღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში, მაგრამ ფაქტები ხშირად არაპირდაპირი ან საეჭვოა. ჰუნებმა ფაქტობრივად არ დატოვეს არანაირი ნაწერები. არ არსებობს არანაირი წყარო თუ რა მოხდა 150 წლიან შუალედში, ჩინეთის დატოვებიდან ევროპაში ჩასვლამდე. ხიონგნუ უკანასკნელად მონიშნულია მომენტში როდესაც ისინი დაამარცხეს ჩინელებმა 151 წელს ბარკოლის ტბასთან ახლოს, რის შემდეგაც მათ გაქცევით თავი დააღწიეს და მიაშურეს კანგ ჩუს (ყაზახეთი). ჩინური ისტორიული ჩანაწერები მესამე და მეოთხე საუკუნეებს შორის, გვაფიქრებინებს, რომ მცირე ტომი იუებანი, ჩრდილოეთ ხიონგუს ნაშთი, განაწილდა დაახლოებით ახლანდელი ყაზახეთის სტეპებში. ოტო ჯ. მაენჰენ-ჰელფენი იყო პირველი რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ტრადიციული, ნაწერებზე დაყრდნობილი მიდგომა და ხაზი გაუსვა არქეოლოგიური კვლევების მნიშვნელობას. ამის შემდგომ ხუნუების ჰუნების წინაპრებად მიჩნევა ბევრ მკვლევარს შორის კამათის საგნად იქცა.

მათ ეთნონიმენს შორის მსგავსება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია ორ ხალხს შორის. ბუდისტმა ბერმა დჰარმარაკსამ, რომელიც მნიშნველოვანი თარჯიმანი იყო ინდური რელიგიური ტექსტებისა ახალი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, გამოიყენა სიტყვა „ხიონგნუ“, როცა თარგმნიდა წყაროს ჰუნებისა და ჩინელების კავშირის შესახებ. სოგდინაელმა ვაჭარმა აღწერა "Xwn" ხალხების შემოჭრა აღმოსავლეთ ჩინეთში წერილში, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 313 წლითაა დათარიღებული. ეტიენ დე ლა ვაისერი ამტკიცებს, რომ ორივე დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ჰუნები ან Xwn წარმოადნენ „ზუსტ თარგმანს“ ჩინური სახელისა „Xiongnu". თუმცა, ქრისტოფერ პ. არტვუდი უარყოფს ამ აზრს, რადგან ეს სიტყვები მხოლოდ მცირედ შეესაბამება ერთმანეთს ფონოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად, სიტყვა „Xiongnu“ იწყება ყრუ უკასასისმიერი ფრიკატიული, ხოლო ჰუნა ყრუ გლოტალური ფრიკატიული ბგერით. ამასთან, „Xiongnu“ ორმაცვლიანი სიტყვაა, Xwn ერთი. ჩინური „Book of Wei“ შეიცავს ინფორმაციას ხიონგნუ-ს შთამომავლების ნარჩენების შესახებ. ისინი ალტაის მთების რეგიონში ცხოვრობდნენ ახალი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნის დასაწყისში. ლე და ვაისერს თუ დავუჯერებთ, ჩინური წყაროები ამტკიცებს, რომ ნომადურმა ჯგუფებმა შემოინახეს Xiongnu-ს იდენტურობა მათი იმპერიის დაცემიდან საუკუნეების განმავლობაში. ყველაზე ძველი ტექსტები ევროპასა და აზიაში, ჩინეთის, ინდოეთისა და ისლამური კვლევების მიხედვით, სწორედ ჰუნებისგან გვაქვს ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილიდან.

ორივე, ხიონგნუც და ჰუნებიც იყენებდნენ ბრინჯაოს ქვაბებს, სტეპეპის ყველა სხვა მცხოვრების მსგავსად. ევრაზიის სტეპების არქეოლოგიური ლოკაციებიდან მიღებული ქვაბების შესწავლასა და კატეგორიზაციაზე დაყრდნობით, არქეოლოგისტი ტოშიო ჰაიაში ასკვნის, რომ ქვაბების გავრცელება „შესაძლოა მიუთითებდეს ჰუნების ტომების მიგრაციის გზას“ მონღოლეთიდან ცენტრალური აზიის ჩრდილოეთ ნაწილისკენ ახალი წელთაღრიცხვით მეორე ან მესამე საუკუნეში და ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში. ეს კი, თავის მხრივ, მიუთითებს ჰუნებისა ხიონგნუსთან ასოციაციაზე. ჰუნები დაკავებულნი იყვნენ ხელოვნური კრანიალური დეფორმაციით, მაგრამ მსგავსი ტიპის საქმიანობის მაგალითები ხიონგნუს ხალხებში არ გვაქვს. ეს ჩვეულება ევრაზიის სტეპებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჯერ სპილენძისა და ადრეული რკინის ხანიდან, მაგრამ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 500 საუკუნეში გაქრა. მოგვიანებით კი, ისევ დაიწყო გავრცელება ადგილობრივებს შორის ტალასის მდინარისა და პამირის მთების რეგიონში ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. ჰუნების გარდა, ეს წეს-ჩვეულება გვხვდება ალანებსა და Yuezhi-ში.

თმის ვარცხნილობა - გრძელი „ცხენის კუდი“, ხიონგნუს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ის ჰუნებში დაფიქსირებული არაა.

ხიონგნუსა და ჰუნებს შორის ურთიერთობის აღწერისას, ისტორიკოსი Hyun Jin Kim ასკვნის: „ჰუნებისა და ხიონგნუს კავშირს რომ შევეხოთ, ძველი რასობრივი და თუნდაც ეთნიკური თვალსაზრისით, დაცინვაა ნამდვილი ისტორიული რეალობისა, რომელიც ამ უდიდეს, მულტიეთნიკურ, პოლიგლოტ სტეპების იმპერიებს უკავშირდება.“ ის ასევე ხაზს უსვამს, რომ „ჰუნების მნიშვნელოვანი ტომების წინაპრები ... იყვნენ ხიონგნუს იმპერიის ნაწილნი და წარმოანდგენენ მის მნიშვნელოვან ელემენტს. ჰუნების მმართველი ელიტა ... დაჟინებულად ამბობდა, რომ ისინი ამ იმპერიალისტური ერთეულის პოლიტიკურ ტრადიციას მიეკუთვნებოდნენ“.

ჰუნები შესაძლოა იყვნენ თურქულენოვანი წარმომავლობის. ამ მოქმედებას ერთგვარად მხარს უჭერდა ოტო მენშენ-ჰელფენი , საკუთარ ლინგვისტურ კვლევებზე დაყრდნობით. იმ ისტორიულ ჩავარდნის გათვალისწინებით, რომელსაც ხიონგნუს შესახებ ჩინურ წყაროებსა და ჰუნების შესახებ ევროპულ ცნობებს შორის ჰქონდა ადგილი,  ინგლისელი სწავლული პიტერ ჰეზერი „თუ ჩვენ მოვძებნით რაიმე კავშირს მეოთხე საუკუნის ჰუნებსა და პირველი საუკუნის ხიონგნუს შოის, მაშინ გამოდის, რომ ძალიან ბევრი მდინარე ადდიდა უამრავი ხიდის ქვეშ და თან წაიღო 300 წლის ისტორია.“ მეცნიერი ჰუნებს უწოდებს „ პირველ თურქულენოვან ჯგუფს;ირანელების საპირისპიროდ, მომთაბარეებს, რომლებიც ევროპაში შეიჭრნენ.“ თურქი მკვლევარი კემალ ჯემალი მხარს უჭერს ამ მტკიცებას თურქულსა და ჰუნების ენას შორის სხვადასხვა სიტყვებისა და სახელების მსგავსების , ასევე ამ ორი ტომის მმართველობის სისტემების საერთო მახასიათებლების ჩვენებით. უნგრელი ისტორიკოსი და მეცნიერი დიულა ნემეთიც იზიარებს ამ მოსაზრებას. უიღურელმა ისტორიკოსმა გამოთქვა ვარაუდი უიღურებს, ჩინეთში მცხოვრებ თურქულად მოსაუბრე ხალხსა და ჰუნებს შორის შესაძლო კავშირზე.

ატილამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე საკუნის გეოგრაფი პტოლემე იხსენიებს ხალხს, სახელად “ხუნი” (Chuni), როდესაც თავის ერთ-ერთ ნაშრომში ჩამოთვლის ევრაზიის დასავლეთ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს. ამ ნაშრომების მიხედვით “ხუნები ბასტარნებსა და როქსოლანებსს შორის ცხოვრობდნენ”. ედვარდ არტურ ტომპსონი ამბობდა, რომ მსგავსება ორ ეთნიკურ ჯგუფს, ხუნებსა და ჰუნებს შორის მხოლოდ დამთხვევაა: მისი აზრით გაურკვევლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ რომაელების დიალექტის გამო წარმოიშვა (აღმოსავლეთში სახელებს არ იწყებენ “ხ”-თი). მენჰენ-ჰელფენი და დენის ზსინორი ასევე კითხვინ ნიშნის ქვეშ აყენებენ ხუნებისა და ატილას ჰუნების იგივეობას. მოერეს მხრივ,  იგიფე მენჰენ-ჰელფენი ამბობს, რომ ამიანუს მარსელიუსმა სწორედ პტოლემაიოსის ნაშრომს მიმართა ხუნების შესახებ, როდესაც ჰუნებთან ჰქონდა საქმე. კონკრეტულად ჰუნები აქაიქაა ნახსენები ანტიკური მწერლების ტექსტებში. [39] იგი ასევე არ გამორიცხავს ურუგუნდისთან იგივეობას, რომელმაც დაიპყრო რომის იმპერია ჩრდილო დაბლობებიდან ქვემო დანუბემდე ა. წ. 250 წელს. ზოსიმუსს მიხედვით კი ურუგუნდი იგივე ვურუგუნდის ხალხია, რომელიც აგათია სქოლატიკოსმა ჰუნების მონათესავე ტომად მოიხსენია.

თუ დავუჯერებთ იმ დროს (ა.წ. 376) მოღვაწე ამიანუს მარსელიუსს, რომაელებმა მაშინ იგრძნეს ჰუნების არსებობა, როდესაც მათ დაიპყრეს გოთების ტერიტორია რომიდან ჩრდილოეთით და აიძულეს გოთებს ჩამოსულიყვნენ ქვემო დანუბემდე, რათა მოეძიათ საცხოვრებელი ადგილები რომის იმპერიაში. მათი უეცარი გამოჩენა წერილობით წყაროებში მოწმობს, რომ ჰუნებმა გადალახეს მდ. ვოლგა აღმოსავლეთიდან ამ დაპყრობებიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ. მათ დაიპყრეს ალანების მიწა, რომელიც განლაგებული იყო მდ. დონის აღმოსავლეთით. აქ მათ არა ერთხელ მოაწყვეს სისხსლის მღვრელი დაპყრობები, გადარჩენილებს კი აძლევდნენ აღცევანის უფლებას: ან შესულიყვნენ მათ რიგებში, ან გაყოლოდნენ სულგალეულნი დონის დინებას. ჰუნების უეცარი გააქტიურებისა და თავდასხმების მიზეზი ჯერაც უნცობია. უამრავი იდეის გამორიცხვის შემდეგ (კლიმატის ცვლილება, მათზე თავდასხმები და ა.შ.) პიტერ ჰიტერმა წარმოთქვა ჰიპოთეზა, რომ ჰუნებმა თავდაპირველად პატარ-პატარა თავდასხმებით დაიწყეს, და აქედან მოგროვილი ფულადი თუ საბრძოლო ნადავლით გაზარდეს საკუთარი ავტორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.

ალანების დაპყრობის შემდეგ, ჰუნებმა გეზი არ შეცვალეს და მოძრაობა ისევ დასავლეთისკენ გააგრძელეს. მათ საკუთარი საბრძოლო ჯარითა და გადმოგვარებული ალანებით შეუტიეს გრეითუნგებს, აღმოსავლეთ გოთებს, რომლებიც მდ. დონის დასავლეთით ცხოვრობდნენ. მათი მეფე, ერმანარიკი გარკვეული დროის განმავლობაშ უწევდა მათ წინააღმდეგობას, თუმცა საბოლოოდ “განთავისუფლდა საკუთარი შიშებისაგან ცხოვრების დათმობის გზით” [51] ამბობს ამიანუს მარსელიუსი. სწორედ მის ნაშრომშია ნახსენები, მეფის სიკვდილის ორი თეორია: თვითმკვლელობა [49] და რიტუალური მსხვერპლშეწირვა [50]. იგი ჩაანაცვლა მისმა ძმისწულმა, ვითიმირისმა, რომელმაც ჰუნები დაიქირავა, რათა ებრძოლა მისი სამშობლოს დამპყრობელი ალანების წინააღმდეგ მაგრამ ბრძოლის დროს დაიღუპა.

ვითიმირისის სიკვდილის შემდეგ, უამრავმა გრეითუნგმა თავი ჰუნად გამოაცხადა. ხოლო მათ ვინც ეს არ ისურვა გეზი თერვინგისკენ, ანუ დასავლეთ გოთების ქვეყნისკენ აიღეს. მათ მეთაურობდათ ალათეუსი და საფრაქსი, ვინაიდან და რადგანაც ვითიმირისის შვილი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. თერვინგების მმართველმა, ათანარიკმა გადმოალახინა მათ მდ. დნერსტრი, რომელის დასავლეთ და აღმოსავლეთ გოთების საზღვარს წარმოადგენდა. ჰუნებმა მათაც შეუტიეს. პირველი დარტყმა უკნიდან, მდინარის მხარიდან შედგა. ათანარიკი იძულებული იყო, რომ დახეულიყო უკან კარპატებისკენ. ათანარიკს სურდა საზღვრების შენარჩუნება, მაგრამ ჰუნების თავდასხმებს ბოლო არ უჩანდა. ბევრ თერვინგს უკვე გაანალიზებული ჰქონდა, რომ ისინი ვერ გაუძლებდნენ ჰუნებს. ისინი გაიქცნენ ქვემო დანუბეს ნაპირებისკენ, რათა თავშესაფარი ეთხოვათ რომის იმპერიისთვის. გადარჩენილი გრეითუნგები ალათეუსისა და საფრაქსის მეთაურობით ამავე ტრაექტორიით გაემართნენ თავის საშველად. რომაელთა ჯარების უდიდესი ნაწილი ამ დროისთვის გაგზავნილი იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე სასანიანებთან საბრძოლველად. იმპერატორმა ფლავიუს ვალენტმა ნება დართო გოთებს, რომ გადმოელახათ მდინარე და დასახლებულიყვნენ რომის იმპერიაში. ეს ყოველივე მოხდა 376 წლის შემოდგომაზე. ზოსიმუსის ნაშრომების მიხედვით, გოტებს მოყვნენ მათი მონათესავე ხალხებიც, როგორიცაა ტაიფალის ტომები და ა.შ. საჭმლის უკმარისობამ და ხშირმა შეურაწყოფებმა რომალეთა მხრიდან, გამოიწვია გოთების აჯანყება მალევე 377 წელს. აჯანყების ჩახშობა რომს გაუჭირდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ ეს ომი გოთებსა და რომაელებს შორის 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ეს იყო პირველი მასიური შედეგი, რომელიც ჰუნების მიერ წამოწყებულმა თავდასხმებმა გამოიწვია. მათ შემდეგ ჰუნებს მოიხსენებდნენ როგორც მებრძოლებს, რომელთა მამოძრავებელი იდეა არა ნაციონალიზმი, არამედ მატერიალური სარგებლის მიღებაა. ამ მიზეზის გამო მათ მალევე 380 წელს დაიწყეს “თანამშრომლობა” რომთან (ანუ იქცნენ ერთგვარ დაქირავებულ მეომრებად). ამის შემდეგ მათ მიეცათ უფლება, რომ ეცხოვრათ რომის ჩრდილოეთ ნაწილში, პანონიაში. ხოლო მოთხე საუკუნის ბოლოს, მათ უკვე ხშირად ხვდებოდნენ რომის აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებზეც. თუმცა ივარაუდება, რომ ეს ჰუნები იყვნენ კონკრეტული პატარ-პატარა ინდივიდუალური დაჯგუფებები და საერთო არაფერი ჰქონდათ ჰუნების სამეფოსთან.

395 წლეს ჰუნებმა დაიწყეს პირველი მასიური თავდასხმები აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე. მათ შეუტიეს თრაკეას, სომხეთსა და კაპადოკიას. ასევე შეაღწიეს სირიასა და ანტიოქიაში. საბოლოოდ ფეხი ევრატის ნაპირებზეც კი დადგეს. აღმოსავლეთში იმპერატორ თეოდოსიუს I-ის ჯარი სრულიად ამოწყვიტეს და 398 წლამდე რომის წინააღმდეგობის გარეშე იმპყრობდნენ ტერიტორიებს. ამ წელს რომაელებისა და გოთების გაერთიანებული ჯარი აღუდგა მათ წინ, რომელმაც მოახერხა მშვიდობის აღდგენა ამ ტერიტორიებზე. თუმცა გაურკვევლი რჩება, ნამდვილად აჯობა რომმა მათ, თუ უბრალოდ თავისით წავიდნენ ჰუნები. მაგრამ კონსულ ეუთროპიუსის საბრძოლო გამარჯვება არსადაა აღწერილი.

ფაქტია, რომ რომის თავდასხმისა თუ საკუთარი სურვილის საფუძველზე, ჰუნებმა აღმოსავლეთ რომის ტერიტორია დატოვეს 398 წლისთვის. ამის შემდეგ ისინი თავს დაესხნენ სასანიანთა იმპერიას. ეს შეტევა თავდაპირველად წარმატებული იყო, ვინაიდან და რადგანაც მათ თითქმის მიაღწიეს იმპერიის დედაქალაქ ქტესიფონამდე, თუმცა, ისინი სასტიკად დამარცხდნენ სპარსელების მოულოდნელი საპასუხო შეტევის შედეგად. ჰუნები იძულებულნი გახდნენ, რომ გეზი აეღოთ კავკასიონისაკენ, დერბენტის გავლით.

ამას მოჰყვა ხანმოკლე შესვენება ომებისაგან. 405-406 წლებში მონათესავე ტომებმა ვანდალებმა და ალანებმა გადალახეს რაინი და შეუტიეს რომს და გოთების მეფე რადაგაიუსს. აქ ჩნდება პირველი ჰუნი, რომლის სახელიც ვიცით. ეს იყო ულდინი. იგი მეთაურობდა ჰუნებს რადაგაიუსთან ბრძოლაში, რომელიც რომალებს ეხმარებოდა. ულდინი ასევე ცნობილია გოთების აჯანჯების ჩახშობით 400-401 წლებში.

408 წელს აღმოსავლეთ რომაელები ისევ ულდინის წნეხის ქვეშ მოექცნენ. მან გადალახა მდ. დანუბე და აიღო ციხესიმაგრე მეზიაში (ციხესიმაგრის სახელია “Castra Martis”). ამის შემდეგ იგი თრაკეას მიუბრუნდა და დაიწყო იქაურობის ძარცვა. რომაელებმა ულდინის და მისი ჯარის მოსყიდვაც კი სცადეს, მაგრამ ჰუნების მეთაურმა საკუთარ თავს რომის იმპერიისთვის არახელმისაწვდომი ფასი დაადო. ამ ნაბიჯმა კი უარყოფითად იმოქმედა მის ჯარზე და ბევრი დეზერტირიც კი გახდა.

მიუხედავად ამისა უამრავი ჰუნი აგრძელებდა რომის იმპერიაში დაქირავებულ მებრძოლად მუშაობას. 409 წელს 10,000 ჰუნიც კი დაიქირავა რომმა ალარიკის დასამარცხებლად, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა რომში ლაშქრობებზე. 

V საუკუნის ჰუნების ქვაბები, ნაპოვნია უნგრეთში.[1]

ატილა და ბლედა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

434 წლიდან ძმები ატილა და ბლედა ერთად მართავდნენ ჰუნებს. ცნობილია, რომ ორივე ისეთივე ამბიციურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა, როგორიც მათი ბიძა რუგილა იყო.    435 წელს მათ აღმოსავლეთ რომის იმპერიას აიძულეს ხელი მოეწერა „მარგუსის ხელშეკრულებაზე“ (ეს ზავი რომის ერთ-ერთ ქალაქ მარგუსში დაიდო, დღევანდელი სერბეთის ტერიტორიაზე), რის შედეგადაც ჰუნებმა ხელში ჩაიგდეს სავაჭრო უფლებები და ამას გარდა რომს დააკისრეს ყოველწლიური ხარკი 700 ოქროს ოდენობით. ამის შემდეგ, როდესაც ჰუნების სამხრეთი საზღვარი ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე კარგი კონტროლის ქვეშ გადავიდა, მათ თავიანთი ყურადღება შორეული დასავლეთის ტომების დამორჩილებაზე გადაიტანეს.

ჰუნებმა ხელშეკრულება დაარღვიეს 440 წელს, როდესაც ატილა და ბლედა თავს დაესხნენ მდინარე დუნაის ნაპირებზე მდებარე რომაელების ერთ-ერთ ციხესიმაგრესა და საბაზრო ტერიტორიას. საპასუხოდ, რომაელებმა შეწყვიტეს ხარკის გადახდა და „მარგუსის ხელშეკრულებაში“ გათვალისწინებული სხვა შეთანხმებებიც დაარღვიეს. ჰუნების მეფეებმა ყურადღება ისევ აღმოსავლეთ რომს მიაპყრეს. ატილა და ბლედა განსაკუთრებით განარისხა იმ ცნობებმა, რომლებიც მათ მიუვიდათ, თითქოსდა ქალაქ მარგუსის ეპისკოპოსი გადასულიყო ჰუნების ტერიტორიაზე და მეფეების საფლავები წაებილწა. დაიწყო ომი ორ იმპერიას შორის. ჰუნებმა ადვილად დაძლიეს ქალაქ მარგუსთან მდებარე რომაელების არმია და ძირფესვიანად ააოხრეს ორი დასახლება Singidunum და Viminacium. მიუხედავად იმისა, რომ 441 წელს ახალი ზავი დაიდო ჰუნებსა და რომაელებს შორის, ორი წლის შემდეგ კონსტანტინოპოლმა კვლავ შეწყვიტა ხარკის გადახდა და ომი განახლდა. შემდეგი ლაშქრობისას ჰუნებმა დაარბიეს Sardica, Arcadiopolis, Philippopolis და ძალიან ახლოს მივიდნენ კონსტანტინოპოლთან. გრძნობდა რა აღმოსავლეთ რომის იმპერატორი თეოდოსიუს II მოსალოდნელ საფრთხეს, იგი დათანხმდა ჰუნების მოთხოვნებს და 443 წლის შემოდგომას კვლავ გააფორმა ახალი ხელშეკრულება, რომელიც „ანატოლიუსის მშვიდობის“ სახელითაა ცნობილი. ჰუნები დაუბრუნდნენ თავიანთ მიწებს დიდძალი ნადავლით.

გაერთიანებული იმპერია ატილას მმართველობის ქვეშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლედა გარდაიცვალა 445 წელს. ბევრი ისტორიკოსის აზრით, იგი სწორედ თავისმა ძმამ ატილამ მოკლა. ძმის სიკვდილის შემდეგ ატილამ მტკიცედ გადაწყვიტა გაემყარებინა საკუთარი პოზიციები თავის ქვეშევრდომებსა და დაპყრობილ ხალხში. 447 წელს მან კიდევ ერთხელ მიმართა ჰუნების არმია აღმოსავლეთ რომის იმპერიისკენ. მან განახორციელა დამანგრეველი შემოსევები ბალკანელების და თრაკიელების წინააღმდეგ. აღმოსავლეთ რომს უკვე აწუხებდა შიდა პრობლემები, როგორებიცაა - შიმშილი, ეპიდემიური დაავადებები, აჯანყებები, მიწისძვრები კონსტანტინოპოლში და სხვა. თვითონ ქალაქი კონსტანტინოპოლი ჰუნების შემოსევებს უვნებლად გადაურჩა ძირითადად გარშემორტყმული გალავნის წყალობით, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ჰუნებმა რომაელებზე გაიმარჯვეს, ისინი სრულიად დაუმარცხებელი გახადა აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე. ჰუნებმა დაპყრობები გააგრძელეს სამხრეთით თერმოპილემდე. ისინი მხოლოდ იმ დროისთვის გავრცელებულმა დაავადებებმა შეაყოვნეს უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. 449 წელს დასრულდა ომი. რომაელებს დაეკისრათ ყოველწლიური ხარკი 2100 ოქროს ოდენობით.

თავდასხმებმა აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე ხელი შეუწყო კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ჰუნებსა და დასავლეთ რომის იმპერიას შორის, უფრო ზუსტად ატილასა და ძლევამოსილ რომაელ გენერალ ფლავიუს აეტიუსს შორის (ზოგჯერ იგი მიიჩნეოდა როგორც დე ფაქტო მმართველი დასავლეთ რომის იმპერიისა), რომელსაც თავისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები ჰუნებთან ჰქონდა გატარებული როგორც მძევალს. თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა 450 წელს, როდესაც ჰონორიამ, დასავლეთ რომის იმპერატორის ვალენტინიან III-ის დამ ატილას გაუგზავნა ბეჭედი და სთხოვა, რომ სენატორზე გათხოვებისგან ეხსნა. ატილამ მიზნად დაისახა, რომ ჰონორია თავად მოეყვანა ცოლად, ხოლო დასავლეთ რომის იმპერიის ნახევარი მზითევად მიეღო. ამან ძალიან დაძაბა ურთიერთობა ატილასა და აეტიუსს შორის.

Sledmere, Waggoners' Monument- Huns behaving Hunnishly.JPG

451 წელს ატილამ თვისი ძალები გაულისკენ მიმართა. გზად მან დაარბია ფრანკების, გოთებისა და ბურგუნდიელების დასახლებული ტომები. გაულის რეგიონში შესვლისას, პირველად მან ქალაქ მეტზს შეუტია, შემდეგ დაპყრობები დასავლეთისკენ გააგრძელა და ტრუასა და პარიზის ჩამოტოვების შემდეგ ქალაქ ორლეანსს შემოარტყა ალყა.

დასავლეთ რომის იმპერატორმა ვალენტინიან მესამემ გენერალ ფლავიუს აეტიუსს დაავალა ორლეანსის გათავისუფლება. აეტიუსი თავისი ამალით გაემართა მისიის შესასრულებლად. მას მხარს უჭერდნენ ფრანკებისა და ვესტგოთების ჯარები მეფე თეოდორიჩის მეთაურობით. ბრძოლა კატალონიის დაბლობზე გაიმართა და იგი ისტორიას ამავე სახელით შემორჩა - როგორც „კატალონიის დაბლობის ბძოლა“. ამ ბრძოლაში ატილამ რამდენიმე ტაქტიკური მარცხი იწვნია და მას მოუწია თავი დაენებებინა გაულისთვის და გასცლოდა რომაელების მიწებს.

ერთი წლის შემდეგ ატილამ კვლავ განაახლა თავისი მიზნები და ინტერესები  ჰონორიასა და დასავლეთ რომის იმპერიის მიმართ. იგი თავის მებრძოლებთან ერთად გაემართა ჩრდილოეთ იტალიისკენ, ალპებში. გზად მან დაიპყრო და ააოხრა ქალაქები: ვიჩეტია, აქუილია, ბრიქსია, ბერგამუმი და მილანი. იმპერატორი ვალენტინიან III კარგად ხედავდა მოსალოდნელ საფრთხეს სრულიად რომის აოხრებისა და ამიტომ მან სამი დესპანი გაუგზავნა ატილას მოსალაპარაკებლად. სამივე საკმაოდ მაღალი სამოქალაქო პირები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი რომის პაპი ლეო I იყო. დესპანები ატილას შეხვდნენ მინჩიოში, ქალაქ მანტუას ახლო მდებარე რეგიონში. რომის პაპმა ჰუნების მეფეს დიდი მოწიწებით სთხოვა, რომ გაეყვანა ჯარები იტალიიდან და იმპერატორთან მშვიდობა დაემყარებინა. როგორც ისორიკოსები აღწერენ, მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და ატილა უკან გაბრუნდა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებაზე ძირითადად ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა - პირველი იყო ის, რომ 451 წლისთვის ჩრდილოეთ იტალიის მოსახლეობა შიმშილით იხოცებოდა, ატილას დაპყრობები კი იმ მხარეში მოსავლიანობას პირიქით აუარესებდა. ჰუნების მეფემ კი კარგად იცოდა, რომ მთლიანად რომის დასაპყრობად მას საკვების დიდიძალი მარაგი დასჭირდებოდა ჯარისთვის, რისი მომარაგებაც იმ მხარეში შეუძლებელი იყო. მეორე ფაქტორი კი ის გახლდათ, რომ ატილას ლაშქრობების დროს აღმოსავლეთ რომის ჯარებს გადაუკვეთიათ მდინარე დუნაი და დაურბევიათ რამდენიმე ბანაკი ჰუნების ტერიტორიაზე. საბოლოოდ, ატილას უკან მოუწია გაბრუნება ჰონორიასა და მზითევის გარეშე.

აღმოსავლეთ რომის ახალმა იმპერატორმა მარსიანმა ჰუნების ხარკის გადახდა შეწყვიტა. ატილამ მთელი თავისი არმიის მობილიზება მოახდინა და გადაწყვეტილი ჰქონდა კონსტანტინოპოლზე გაელაშქრა, თუმცა 453 წელს იგი უეცრად გარდაიცვალა. მან ცოლად შეირთო ერთი გოგო, სახელად - ელდიკო (ეს სახელი გოთიკური წარმოშოვბისაა). ქორწილის ღამეს მას ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო და უეცრად გაშეშებულ მდგომარობაში გარდაიცვალა. ერთერთი ალტერნატიული თეორიით, ატილამ ვერ გაუძლო ძლიერ შიდა სისხლდენას, რომელიც დიდი ოდენობით სასმლის დალევამ გამოიწვია.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება ატილას სიკვდილის შესახებ. როგორც რომაელი მემატიანე მარსელიუს კომსი აღწერს, ატილა თვითონ მისმა ცოლმა მოკლა.

ასევე სხვათა აზრით, ჰუნების მეფე პოლიტიკურმა მზაკვრობამ იმსხვერპლა და მის სიკვდილში აღმოსავლეთ რომის იმპერატორის მარსიანის (450-457) ხელი ერია.

ატილას შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატილას სიკვდილის შემდეგ მისმა შვილებმა: ელაკმა, დენგიზიჩმა და ერნაკმა ფაქტობრივად დაანგრისე უდიდესი იმპერია. მათ ტახტისთვის ბრძოლა დაიწყეს, თუმცა ამ დროისთვის ჰუნების მიერ დაპყრობილი ტომები გაერთიანდნენ არდარიკის მეთაურობით, რომელიც აღმოსავლეთ გერმანული ტომის გეპიდსის მეფე იყო. ისინი ჰუნებს 454 წელს შეეჯახნენ რომის ერთ ერთ პროვინცია ფენონიასთან. ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა სახელით - „ნედაოს ბრძოლა“. ამ შერკინებაში ჰუნები დამარცხდნენ და ატილას უფროსი შვილის ელაკიც გარდაიცვალა. ამით დასრულდა მათი მრავალწლიანი ბატონობა ევროპაში და ამის შემდეგ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰუნები ქრებიან ყველანაირი ისტორიული წყაროებიდან თუ ჩანაწერებიდან.

ცხოვრების წესი, კულტურა და სოციუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფრომაციას ჰუნთა გარეგნობაზე მხოლოდ მათი მტრებისგან ვიგებთ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჰუნები გაუნათლებელ ხალხად არიან ცნობილი. საინტერესოა, რომ ჩანაწერთა უმრავლესობაში ჰუნები აღწერილნი არიან როგორც არასასიამოვნო გარეგნობის და მორალის მქონე ადამიანები. ერთი რამ დანამდვილებით არის ცნობილი -  მათი ფიზიკური მონაცემები აღმოსავლეთ აზიურ წარმომავლობაზე მეტყველებს, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ისინი ჩინური წარმომავლობისაც შეიძლება იყვნენ. გოთი ისტორიკოსი, იორდანისი(551წ.), ჰუნთა იმპერიის დანგრევიდან საუკუნის შემდეგ ჰუნებს აღწერს როგორც ველურ რასას, რომლებიც , თავდაპირველად, ჭაობიან ადგილებში ცხოვრობდნენ. იორდანისი ამბობს, რომ რთულია ჰუნებს ადამიანები უწოდო, მათი სამეტყველო ენაც კი ნაკლებად ჰგავს ადამიანურს.

„მათი გარეგნობა მტრებს შიშით უკან ახევინებდა ...გამბედაობა მათივე ველურობაში ჩანდა, ისინი საკუთარ ბავშვებსაც არ ინდობდნენ და სანამ ჩვილი დედის რძეს იგემებდა, მანამდე ჭრილობის ატანას ასწავლიდნენ, ლოყას ხმლით უსერავდნენ. ამიტომ, ახალგაზრდებს წვერი არ ეზრდებოდათ, ხოლო მათ სახეს იარები ამახინჯებდა. ზოგადად, საკმაოდ დაბლები იყვნენ, სწრაფი მოძრაობა ახასიათებდათ, გაშლილი მხრები და მუდამ სიამაყით გასწორებული კისერი, კარგი ცხენოსნები იყვნენ და შესანიშნავი მშვილდოსნები. იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანის ფორმა ჰქონდათ, მათ ბოროტებას მხოლოდ გარეული მხეცისას თუ შევადარებთ.“ [1]

იორდანისი იხსენებს პრისკეს მიერ აღწერილ ატილას, ჰუნების იმპერატორს 434-453 წლებში. პრისკუსი წერდა, რომ ატილა იყო: „ დაბალი, განიერი მკერდით და დიდი თავით; მას ჰქონდა პატარა თვალები და ნაცრისფერი თხელი წვერი, სწორი ცხვირი და მუქი კანი, მისი აღნაგობა უდავოდ შეესაბამებოდა ჰუნთა ზოგად პორტრეტს“[2]

რომაელები ჰუნებს მიიჩნევდნენ ყველაზე საძაგელ ხალხად, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ისინი მოდიოდნენ ჩრდილოეთიდან და ცნობილი იყო, რომ, რაც უფრო ცივ კლიმატში უწევდა ადამიანს ცხოვრება მით უფრო ბარბაროსული იყო მისი პიროვნება. ფოლადის შესახებ არაფერი იცოდნენ, არ გააჩნდათ რელიგია და ცხოვრობდნენ, როგორც ველურები, ცეცხლის გარეშე, იკვებებოდნენ უმი ხორცით. ჭამამდე, ხორცს ცხენის უნაგირის ქვეშ დებდნენ, რომ გამთბარიყო და დარბილებულიყო. ლერწმის ქოხის გარდა არ ჰქონდათ სხვა ნაგებობები. მათ აშინებდათ სახურავის ქვეშ ცხოვრების იდეაც კი.[3]

რომაელების მიერ ჰუნების აღწერა ისტორიკოსებს აფიქრებინებდა, რომ ჰუნები აღმოსავლეთ აზიური წარმოშობის იყვნენ. დენის სინორი აღიარებდა ანთროპოლოგიური მასალის სიმწირეს და წერდა: „ არ არსებობს მიზეზი ეჭვქვეშ დავაყენოთ ჰუნების აღწერის სიზუსტე, რადგან არ გაგვაჩნია საკმარისი ანთროპოლოგიური მასალა, რომ საწინააღმდეგო ვამტკიცოთ.“[4] ამის მიუხედავად, ავსტრიელი მოგზაური მაენჩენ-ჰელფენმა მე-20 საუკუნეში დაწერა: „ამიანუსის აღწერა იწყება დიდი ცდომილებით... ეს შეცდომა მომავალში გაიმეორეს სხვა ისტორიკოსებმაც. ამიანუსი არასწორად ხსნის ჰუნთა მოკლე, თხელი წვერების მიზეზს. ჰუნების მიერ საკუთარი სხეულის დასერვა თავიანთი ნათესავების დაღუპვით გამოწვეული მწუხარების ნიშანი იყო.[5]

ჰუნები ჩვილებს ხშირად უკეთებდნენ თავის ქალის ხელოვნურ დეფორმაციას, ზოგჯერ ასეთი ფაქტები შეინიშნებოდა მათი ძალაუფლების ქვეშ მყოფ სხვა ტომებშიც. მრგვლოვანი ფორმის ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალების გამოკვლევით დადგენილია ის გზა, რომელიც ჰუნებმა გაიარეს ჩინეთიდან შუა აზიისა და სამხრეთ რუსეთის სტეპებამდე. თავის ქალის  ხელოვნური(რკალისებრი) დეფორმაცია ფიქსირდებოდა ცენტრალური აზიის იუეზის(კუშანების) ტომებშიც.[6]

ხელოვნურად დეფორმირებული V-VI  საუკუნის თავის ქალები აღმოჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ნაწილებში. მნიშვნელოვანია, რომ თავის ქალათა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპეიდული რასის ადამიანების იყო და არცერთი მათგანი არ ყოფილა მონღოლოიდური ტიპის. თავის ქალები შეიძლება ეკუთვნოდეთ გერმანულ ან სხვა ტომებს, რომელთა მშობლებიც ჰუნთა ტრადიციის დანერგვით ცდილობდნენ თავიანთი სტატუსი აემაღლებინათ.

ევროპის რუკა 450 წელს.

იორდანისი იუწყება, რომ ჰუნების ლიდერი ამ დროს იყო ბალამბერი. დენის სინორი ხსნის, რომ თუ ბალამბერი მართლაც არსებობდა, მაშინ ის ჰუნთა პატარა დაჯგუფების მეთაური უნდა ყოფილიყო, რადგან ვითიმირისმა დაქირავებული ჰუნი ჯარისკაცები მის წინააღმდეგ ააჯანყა, ეს ფაქტი კი თავისთავად ჰუნთა შორის შიდა დაპირისპირებასა და მათ შორის ერთიანობის არარსებობაზე მეტყველებს. სინორი ციტირებს ამიანუსის სიტყვებს : „ ჰუნები არ არიან შებოჭილნი რაიმე ტიპის სამეფო იერარქიით, ისინი ბედნიერები არიან თავიანთი ხალხის უწესრიგო მმართველობით და მათი წინამძღოლობით  და ძალის გამოყენებით ცდილობენ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება“. სინორი ამ წყაროზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ აყენებს ეჭქვეშ ბალამბერის, როგორც მეფის, არსებობას.[7]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუნთა იმპერიაში არ არსებობდა ერთი რომელიმე გაბატონებული სალაპარაკო ენა, ისინი რამდენიმე ენაზე საუბრობდნენ. ცნობილია, რომ 440-იანი წლებისთვის ისინი ძირითადად გერმანულ ენაზე საუბრობდნენ და მაგალითად, გოთური იყო მათი იმპერიის ლინგუა ფრანკა, ანუ მთავარი სამეტყველო, მშობლიური ენა. გოთური ან ჰუნური ენის ლინგუა ფრანკად გამოცხადებას არ ეთანხმება ისტორიკოსთა ნაწილი, რადგან ამისთვის არ არსებობს საკმარისი ისტორიული წინაპირობა. არსებობს მოსაზრება, რომ ისევე როგორც სხვა, არა-ჰუნური ტომები, მაგალითად ალანები და სარმატები, ჰუნებიც შეიძლება საუბრობდნენ ირანულის მსგავს ენაზე. თუმცა უფრო პოპულარულია აზრი, რომ ჰუნთა ენა წამოსული იყო პროტო-სლავურისგან, ამაზე მეტყველებს რამდენიმე სიტყვა, რომლებსაც ისინი იყენებდნენ: strava, medos, kamos.[8]

პრისკე ჰუნურ ენას განასხვავებდა ატილას გარემოცვაში არსებული სხვა ენებისგან. ის იხსენებს, რომ ზერკომ ატილას სტუმრები გააცინა „ სიტყვათა არათანმიმდევრული წყობით, რომელიც ლათინურის ჰუნურ და გოთურ ენასთან შერწყმით მიიღო“. პრისკე ამბობს, რომ ატილას სკვითი მოკავშირეები „თავიანთი ბარბაროსული ენის გარდა საუბრობდნენ ჰუნურ და გოთურ ენაზე, ან , იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება დასავლეთ რომაელებთან უწევდათ, ლათინურად. ერთი რამ კი დანამდვილებით არის ცნობილი - ისინი ვერ საუბრობდნენ ბერძნულად, გარდა თრაკიელი და ილირიელი ტყვეებისა.“[9]

უძველესი წყაროები ცხადად მიუთითებენ იმაზე რომ ჰუნური ენა ნამდვილად არსებობდა. ლიტერატურული წყაროები ინახავენ მრავალ სახელს და სამ ინდო-ევროპულ სიტყვას ( medos, kamos, strava), რომლებსაც საუკუნე-ნახევრის განმავლობაში იკვლევდნენ. ოტო ჰელფენი ამბობს, რომ თეზისს, რომელიც ჰუნების თურქულად მეტყველებას უშვებს, მყარი ისტორიული საფუძველი აქვს. ამ თეზისს ის იმ არგუმენტით ამყარებს, რომ ჰუნური ტომები და საკუთარი სახელები თურქული წარმომავლობისაა. დენის სინორი კი ამბობს, რომ „ ჰუნთა მმართველობის ნაწილი მაინც საუბრობდა თურქულად (ცხადია, საუბარია ძველ თურქულ ენაზე)“.

ტრადიციულად , საკუთარ სახელებს იკვლევდნენ შემდეგი მკვლევრები (დალაგებულია ქრონოლოგიურად) : გიულა ნემეთი, გერჰარდ დორფერი, ჰელფენი და ომელან პრიტზაკი. პრიტზაკი 1982 წლის კვლევაში „ ატილას კლანის ჰუნური ენა“, სადაც მან ანალიზი გაუკეთა 33 შემორჩენილ საკუთარ სახელს ასკვნის : „ ის არ ყოფილა თურქული ენა, არამედ რაღაც შუალედური ფორმა თურქულსა და მონღოლურს შორის“, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰუნთა ენა პრიტზაკის მტკიცებით თურქულს უფრო ჰგავდა, ვიდრე - მონღოლურს. ამ ენას საკმაოდ მყარი კავშირი აქვს ბულგარულთან და თანამედროვე ჩუვაშურთან, მაგრამ აშკარაა გარკვეული ლექსიკური და მორფოლოგიური მსგავსება, ოსმალურ თურქულთან და იაკუტურთან. (ეს უკანასკნელიც თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება)[10]

შემორჩენილი საკუთარი სახელების კვლევაზე დაფუძნებით, მკვლევართა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ჰუნები საუბრობდნენ ბულგარულის მსგავს ენაზე, რომელიც თურქულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. თურქული ენათა ოჯახის ეს ჯგუფი (საუბარია ბულგარულ ენებზე) ასევე მოიცავს : ბულგარულ, ხაზარულ და ჩუვაშურ ენებსაც. პიტერ ჰეზერი ჰუნებს უწოდებს „ თურქული წარმომავლობის პირველ მომთაბარე ჯგუფს, რომლებიც შეიჭრნენ ევროპაში“. თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა უკვე ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ჰუნური აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავშირებული თურქულ და მონღოლურ ენებთან. [11]

2013 წელს, იუნ ჯინ კიმმა დაასკვნა, რომ „ ჰუნთა შემორჩენილ სახელებზე დაყრდნობით, თითქმის ქრება ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი თურქული წარმომავლობისაა, მეტიც, იმაზეც შეგვიძლია საუბარი რომ ჰუნური ელიტა ყველაზე ხშირად სწორედ თურქულად საუბრობდა. კიმი წყაროებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს, რომ ატილას გარემოცვაში ძირითადად მაინც ჰუნურად, გოთურად ან ლათინურად საუბრობდნენ და იმპერიის დასავლეთ ნაწილში, სადაც ძირითადად გოთები ცხოვრობდნენ, ჰუნებიც გოთურად და ჰუნურად საუბრობდნენ. ამის კარგი მაგალითი იქნება ასეთ ადგილში მცხოვრები ჰუნის სახელი - ლაუდარიკუსი, რომელიც აშკარად გერმანელთა გავლენაზე მეტყველებს.[12]

ჰუნების სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუნებს ჰქონდათ ცხენების, ცხვრების და მსხვილფეხა საქონლის ჯოგები. რომაელი ისტორიკოსების მიხედვით, ამას გარდა საკვებად იყენებდნენ მცენარეთა ფესვებს. ისინი იცვამდნენ წაწვეტებულ ქუდებს, ჯიხვის კანისგან დამზადებულ შარვლებს და ტილოს ან მღრღნელების კანისგან გაკეთებულ მუნდირებს. ამიანუსის მიხედვით მათ ეს ტანისამოსი ეცვათ მანამ სანამ ბოლომდე არ დაეხეოდათ. პრისკუსის აღწერილობით ატილასაც იმავენაირად ეცვა, როგორც თავის თანამოძმეებს, უბრალოდ იგი მათგან განსხვავებით სუფთა იყო. ქალები საკუთარი სამოსის კიდეებს ლამაზად ქსოვდნენ და ხშირად ქვის მძივებით ამკობდნენ მათ.

ბრძოლის იარაღები და ჰუნი მეომრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუნების ცხოვრებასა და ომებში უდიდეს ნაწილს ასრულებდნენ ცხენები. მათ ხანდახან კენტავრებსაც უწოდებდნენ, რადგან ისინი მთელ ცხოვრებას ცხენებზე ატარებდნენ, ისინი ჯირითს სიარულზე ადრე სწავლობდნენ. ამიტომაც საუკეთესო ცხენოსნები იყვნენ და ომებში ეს მათ დიდ უპირატესობას აძელვდა სწრაფად მანევრირების მხრივ. ჰუნთა ცხენები რომაულებისგან განსხვავებული ჯიშის იყო. მაენჩენ ჰელფენი წერს: „ერთადერთი ავტორი, რომელიც კარგად აღწერს ჰუნთა ცხენებს არის ვეგეტიუსი, სხვა ისტორიკოსები არ აკვირდებიან იმ ფაქტს, რომ ბარბაროსთა ცხენები არიან რომაულისგან საკმაოდ განსხვავებული. ძლიერი არსებები, მიჩვეულები სიცივესა და ყინვას, ბარბაროსთა ცხენებს არ სჭირდებად არც თავლა და არც სამედიცინო მოვლა. რომაული ცხენი ბევრად უფრო სუსტია, თუ მას არ აქვს კარგი თავშესაფარი და თბილი თავლა, იგი დაავადდება“ ვეგეტიუსი საბოლოოდ ამბობს, რომ ომში ჰუნთა ცხენები ბევრად უპირატესია, თუმცა რომაული უფრო კარგი შესახედია. 

ჰუნებს შორის არცერთ იარაღს არ ჰქონდა იმხელა მნიშვნელობა, რამხელაც მშვილდს. იგი ჰუნი მეომრისთვის შეუცვლელი იყო და იმდენად კარგად ეხერხებოდათ სროლა, რომ მთელ სისწრაფეზე გაჭენებული ცხენიდან და უკან დახევისასაც მიზანში არტყავდნენ ისარს. ჰუნთა მშვილდები იყო ასიმეტრიული ფორმის. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ეს ფორმა უფლებას აძლევდა მეომრებს გაეზარდათ მათი სიდიდე ისე, რომ იგი ხელს არ შეუშლიდა ცხენიდან სროლას. ამ მშვილდებით ისარს უფრო შორს ისროდნენ ვიდრე ნებისმიერი რომაულითა თუ ევროპულით. უპირატესობა მანძილსა და მანევრირებაში დიდ წვლილს თამაშობდა მათ მიერ ომების მოგებაში. ჰუნური მშვილდები დღესაც არსებობს. კარგი მსროლელები ისევ ათასი წლის წინანდელ დამზადების ტექნიკას იყენებენ. დამზადების პროცესს წელიწადზე მეტი მიაქვს და საბოლოოდ ჰუნური მშვილდი არის ულამაზესი და ძალიან ძლიერი. ჰუნებისთვის მშვილდი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ პატრონთან ერთად კი არ მარხავდნენ, არამედ შვილებს გადასცემდნენ.

მას შემდეგ რაც ჰუნები მტრებს დაასუსტებდნენ ისრებით, ისინი გადადიოდნენ ხელჩართულ ბრძოლაზე. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იარაღი იყო „სკვითური ნაჯახი“ ან „ჰუნური ტომაჰავკი“. ისინი გამოიყენებოდნენ შუბთან და ხმლებთან ერთად დარჩენილი მტრის დასახოცად. ისევე, როგორც სკვითები და სარმატიელები, ჰუნები ბრძოლაში იყენებდნენ ლასოსაც. იგი გამოიყენებოდა მტრის ცხენიდან გადმოსაგდებად ან დასახრჩობად. ლასოებს ასევე იყენებდნენ მტრის შესაპყრობად, რათა მოგვიანებით გაეყიდათ.

ჰუნები მუშაობდნენ რომაულ არმიაშიც. მიუხედავად იმისა რომ ისინი შესანიშნავი მეომრები იყვნენ, რომაელებს სჯეროდათ, რომ „მათი უდისციპლინობა უფრო მეტად საშიშროებად აქცევდა ჰუნებს იმ პროვინციებისთვის, რომლებიც წესით უნდა დაეცვათ“. სიდონიუსი წერდა „ისინი ისევ და ისევ იჭრებოდნენ მახლობელ ტერიტორიებზე, ხმლებითა და ცეცხლით აწიოკებდნენ იქაურობას და ანადგურებდნენ ყველაფერს“. მაენჩენ ჰელფენი წერს“ გაულში, რომაელებს უწევთ თავიანთი გარიზონები ქალაქებში დატოვონ, რათა დაიცვან ისინი საკუთარი „დამხმარეებისგან““.

რომში არსებობდა ერთი ჰუნური რაზმი, რომელიც კარგად ემსახურებოდა რომს. მათი სახელი იყო უნიგარდი. ისინი გამოირჩეოდნენ უბრალო ჯარისკაცებთან შედარებით მაღალი სტატუსით. ჰელფენი წერს „უნიგარდი იყო ცხენოსანთა მცირე რაზმი, საუკეთესო სწრაფ რეიდებში, საუკეთესო ჯაშუშები და ფრონტზე მეომრებიც...“.

რომ გავიგოთ რას ნიშნავდა ჰუნებთან ომი, გამოვიყენოთ ჯონ მანის წიგნიდამ „ატილა: ბარბაროსთა მეფე ვინც რომს დაუპირისპირდა“ ამონარიდი: „უკეთესი მშვილდი იყო მხოლოდ ერთი ელემენტი ჰუნების უპირატესობაში. იგი იყო აუცილებელი მცირე რაზმისთვის, თუმცა ჰუნთა დიდი არმიებისთვის მცირე მასშტაბიანი მოგება მოგებად არც კი ითვლებოდა. ჰუნები ხდებოდნენ მასიური განადგურების მანქანები. ერთ-ერთი უპირატესობა მათთვის იყო ნომადური ცხოვრების სტილი, რაც აძლევდა საშუალებას მთელი წლის განმავლობაში ებრძოლათ დასავლური არმიებისგან განსხვავებით, რომლებიც ბანაკს აკეთებდნენ ზამთარში და ომობდნენ ზაფხულში. გაყინული მიწა და მდინარეები კარგ გზას ქმნიდნენ ძლიერი მეომრებისა და ძლიერი ცხენებისთვის. მათი კიდევ ერთი უპირატესობა იყო ის ფაქტი, რომ სწავლობდნენ როგორ ებრძოლათ ერთიანად ფართო მასშტაბებზე. ჰუნები კარგად აგუებდნენ ტაქტიკას და იარაღს იმ გარემოს სადაც იბრძოდნენ. თუ სკვითებს შეეძლოთ ქარივით შემოტევა, ჰუნებს შეეძლოთ ქარიშხალივით“.

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაციები ჰუნთა დაპყრობებზე ზეპირად გადაეცემოდა შთამომავლობას გერმანელ ხალხში და არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ძველი ჩრდილოური ვოლსუნგისა და ჰერვარარის საგების და შუა საუკუნის გერმანიაში შექმნილ „სიმღერა ნიბელუნგებზე“-ში. ეს ისტორიები გვიყვებიან დიდი მიგრაციის პერიოდს ერთი ათასწლეულით ადრე.

ჰერვარარის საგაში გოთები პირველად ხვდებიან მშვილდისროსან ჰუნებს დიდებულ ბრძოლაში დანუბეს ველზე.

„სიმღერა ნიბელუნგებზე“-ში კრიმჰილდა ცოლად მიჰყვება ატილას (გერმანულად ეტზელს) მას შემდეგ, რაც მის პირველ ქმარს, ზიგფრიდს, მოკლავს ჰაგენი კრიმჰილდას ძმის, მეფე გიუნტერის დახმარებით. მოგვიანებით იგი იყენებს საკუთარ ძალაუფლებას, როგორც ატილას ცოლი და შურს იძიებს არა მხოლოდ ჰიუნტერსა და ჰაგენზე, არამედ მთელ ბურგუნდიელ რაინდებზე, რომელსაც დახოცავენ მისი და ატილას მიერ დაპატიჟებულ წვეულებაზე.

ვოლსუნგის საგაში ატილა (ჩრდილოურად ატლი) ამარცხებს ფრანკ მეფე ზიგბერტ პირველს და ბურგუნდიელ მეფე გიუნტერს, მაგრამ მოგვიანებით კრიმჰილდა კლავს ატილას.

მეცამეტე საუკუნის გერმანულ საგაში ჰუნები იწოდებიან ფრისიელებად.

ჰუნური წარმოშობის ხალხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგიერები ( უნგრელები) გარკვეულ მხრივ თავიანთ თავებს მოიხსენიებენ ჰუნთა შთამომავლებად. მიუხედავად იმისა, რომ მაგიერი ტომებმა დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე დასახლება დაიწყეს მეცხე საუკუნის ბოლოს, ანუ 450 წელი გავიდა ჰუნთა ტომების დაშლის შემდეგ. უნგრული პრეისტორია მოიცავს მაგიური წარმომავლობის მითს, რომელშიც დიდი ალბათობით ისტორიული სინამდვილეც დევს. ჰუნები, რომლებიც ევროპაში შეიჭრნენ წარმოადგენდნენ განსხვავებული ხალხების ფართო კუალიციას, ასე რომ, მაგიერებიც შეიძლება ყოფილიყვნენ მათი ნაწილი, ან მოგვიანებით შეერთებოდნენ ატილას შთამომავლებს. უნგრეთის ნაციონალური ჰიმნში უნგრული სისხლი ნახსენებია როგორც „ ბენდეგუზის სისხლი“ ( შუა საუკუნეებიდან ახლანდელ დრომდე ამგვარად უწოდებენ მუნძუკს, ატილას მამას). ატილას ძმა, ბლედა, იწოდებოდა ბუდად უნგრეთში შუა საუკუნეებში. რამდენიმე შუა საუკუნეების ისტორიული და სალიტერატურო წყაროების მიხედვით ბუდას ქალაქი სახელი, რომელიც უნგრეთის ძველი დედაქალი იყო და დღევანდელი ბუდაპეშტის დასავლეთ მხარეა, მისგან მომდინარეობს. სცეკელი ხალხი ამბობს: „ ატილას სიკვდილის შემდეგ, კრიმჰილდას სისხლიან ბრძოლაში 3000-მა ჰუნმა მეომარმა მოახერხა გაქცევა, ისინი დასახლდნენ „ცსიგლე-მეცო“-ზე (დღევანდელი ტრანსილვანია) და ჰუნების მაგივრად დაირქვეს სცეკლერები.

ჰუნთა სახელის გამოყენება მე-20 საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის 27 ივლისს, ბოქსერის აჯანყების დროს, ჩინეთში, გერმანიის მეფემ კაიზერ ვილჰელმ მეორემ გასცა აჯანყებულების მიმართ დაუნდობლად მოპყრობის ბრძანება: „ შეწყალება არ იქნება, პატიმრებს არ ავიყვანთ. ზუსტად ისე როგორც ათასი წლის წინ ატილას ქვეშევრდომებმა მოიპოვეს ძლიერების იმგვარი რეპუტაცია, რომ მათზე ლეგენდები იწერებოდა, ასევე უნდა იყოს გერმანიის სახელი ჩინეთში, რათა ჩინელმა ხალხმა ვერასოდეს ვეღარ გაბედონ, რომ თუნდაც უპატივცემულოდ შეხედონ გერმანელს“

ტერმინი „ჰუნი“ ამ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ხშირად გამოიყენებოდა ბრიტანულ პროპაგანდაში გერმანელების აღსაწერად პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ამ შედარებას კიდევ უფრო აძლიერებდა ძველი ჰუნების მსგავსი წაწვეტებული ჩაფხუტი, რომელსაც გერმანელთა არმია იყენებდა 1916 წლამდე. ამგვარად იყენებდნენ ამ ფრაზას გაერთიანებული სახლემწიფოებიც ომის მსვლელობის დროს. ფრაგი კომპოზიტორი თეოდორ ბოტრელი აღწერდა კაიზერს, როგორც „უსინდისო ატილას“ რომელიც კანიბალთა ბრბოს გზავნის ხალხის დასახოცად.

ჰუნთა სახელის ამგვარი გამოყენება ისევ აქტუალური გახდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მაგალითისთვის, უინსტონ ჩერჩილმა 1941 წლის გამოსვლაში ამბობს: „მსოფლიოში არიან 70 მილიონზე ნაკლები ავთვისებიანი ჰუნი, რომელთა ერთი ნაწილი განკურნებადია, მეორე კი მოკვლადი. მათი დიდი ნაწილი უკვე უკან ხევს ავსტრიას, ჩეხეთს, პოლონედს და სხვა ძველ რასებს, რომლებსაც ამჟამად იგი აწვალებს და ანადგურებს“. მოგვიანებით იმავე წელს ჩერჩილი გერმანელთა შემოსევას ახასიათებს როგორც „მოსაწყენ, ტვინგამორეცხილ, ჩლუნგ სასტიკ ჰუნთა ჯარისკაცების მასას, რომლებიც კალიათა მცოცავი მასის გამნადგურებელ მოძრაობას“. ამ პერიოდში ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმა ამგვარადვე დაახასიათა გერმანელი ხალხი. მან თქვა, რომ ანტანტის ქვეყნების სამხრეთ საფრანგეთში შეჭრა აუცილებლად გამოიწვევდა „აისენჰაუერისთვის დიდ დახმარებასა და წარმატებას ჰუნების საფრანგეთიდან გაძევებისთვის“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაენჩენ ჰელფენი 1945, "ლეგენდები ჰუნთა წარმოშობაზე"

მაენჩენ ჰელფენი 1973, "ჰუნთა სამყარო:კვლევები მათ ისტორიასა და კულტურაში"

დენის სინორი 1990, "ადრეული შუა აზიის ისტორია" , კემბრიჯის გამომცემლობა

ჰერვიგ ვოლფრამი 1990, "გოთების ისტორია"

პიტერ ჰეზერი 2006, " რომის იმპერიის დაცემა: რომისა და ბარბაროსების ახალი ისტორია"

ედვარდ ჯეიმსი 2009, "ევროპის ბარბაროსები"

ტომპსონი 1948, „ატილას ისტორია და ჰუნები“

ჯონ მანი „ ატილა: ბარბაროსი მეფე ვინც დაუპირისპირდა რომს“

კიმ, ჰიუნ ჯინი 2013, „ჰუნები, რომი და ევროპის დაბადება“

პიტერ ჰეზერი 2010 წ. "რომის დაცემა და ევროპის დაბადება"

ვაისერი, 2015 "ჰუნების აღზევება"

ვრაიტი, 2011 "ჩინეთის ისტორია"

ედვარდ არტურ ტომფსონი 1999, „ჰუნები“

ბონი ჰარვეი 2003, „ატილა ჰუნი“

ჯონ ბაგნალ ბარი 1889, “გვიანდელი რომის იმპერია“

მაიკლ ბაბკოკი 2005, „ატილას სიკვდილის ღამე“

ამიანუს მარსელიუსი: "გვიანი რომის იმპერია" 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
  1. 1.0 1.1 იორდანისი, თავი XXXIV
  2. იორდანისი, თავი XXXV
  3. ატილა ჰუნი, ჯონ მენი, 2005 , გვ. 79
  4. სინორი 1990, გვერდი 203
  5. მაენჩენ-ჰელფენი 1973, გვ. 361
  6. ტორეს რუფი, ჰომო-შედარებითი ადამიანური ბიოლოგიის ჟურნალი
  7. სინორი 1990, გვ. 181
  8. მაენჩენ-ჰელფენი 1973, გვ 424-426
  9. მაენჩენ-ჰელფენი 1973, გვ. 382
  10. ომელან პრიტზაკი, 1982, ატილას კლანის ჰუნური ენა
  11. პიტერ ჰეზერი, 1995, ჰუნები და რომაული იმპერიის დასასრული დასავლეთ ევროპაში
  12. კიმი, 2013