ფენერბახჩე (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფენერბაჩე
Fenerbahçe.svg
სრული სახელი Fenerbahçe Spor Kulübü
მოკლე სახელი FB
დაარსდა მაისი 3, 1907; 113 წლის წინ (1907-05-03) როგორც Fenerbahçe Futbol Kulübü
სტადიონი შუქრუ სარაჯოღლუ
(ტევადობა: 50.509[1])
მწვრთნელი ერსუნ იანალი
ლიგა სუპერლიგა
2019-2020 მე-7
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ფენერბახჩე (თურქ. Fenerbahçe Spor Kulübü) — თურქული საფეხბურთო კლუბი, დაფუძნებული 1907 წელს სტამბოლში. ასპარეზობს თურქეთის სუპერლიგაში. მისი სახელი მომდინარეობს სტამბოლის ამავე სახელწოდების უბნიდან.

„ფენერბახჩე“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქული კლუბია, რომელიც არასდროს დაქვეითებულა თურქეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან. კლუბი საშინაო მატჩებს მართავს შუქრუ სარაჯოღლუს სახელობის სტადიონზე, რომელიც 50.509 მაყურებელს იტევს.

არსებობის ისტორიაში კლუბს მოგებული აქვს 19 სუპერლიგა, 6 თურქეთის თასი, 9 თურქეთის სუპერთასი და სხვა.[2] გარდა ამისა, ფენერბახჩე უეფა-ს თასების მფლობელთა თასის 1963-1964 წლებისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2007-2008 წლების სეზონების მეოთხედფინალისტია. ევროპულ ჩემპიონატებში კლუბის ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება უეფა-ს ევროპის ლიგის 2012-2013 წლების სეზონზე ნახევარფინალში გასვლა. „ფენერბახჩე“ ევროპული კლუბების ასოციაციის წევრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Yüce, Mehmet (2014). Osmanlı Melekleri: Futbol Tarihimizin Kadim Devreleri Türkiye Futbol Tarihi - Birinci Cilt (თურქული). Istanbul: İletişim Yayınları. ISBN 9789750515804. 
  • Yüce, Mehmet (2015). İdmancı Ruhlar: Futbol Tarihimizin Klasik Devreleri: 1923-1952 Türkiye Futbol Tarihi - 2. Cilt (თურქული). Istanbul: İletişim Yayınları. ISBN 9789750516955. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stat Bilgileri Turkish. Turkish Football Federation. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2018.
  2. Müzemiz Turkish. Fenerbahçe SK Official Website. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2017