ვალდირ პერესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალდირ პერესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალდირ პერეს დე არუდა
დაბადების
თარიღი
2 იანვარი, 1951
დაბადების
ადგილი
გარსა, სან-პაულუ,
ბრაზილია
გარდაცვალების
თარიღი
23 ივლისი, 2017 (66 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოჟი-მირინი, ბრაზილია
სიმაღლე 186 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1969–1970 გარსა
1970 პონტე-პრეტა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1973 პონტე-პრეტა ? (?)
1973–1984 სან-პაულუ 617 (0)
1984 ამერიკა ? (?)
1985–1986 გუარანი 26 (0)
1986–1988 კორინთიანსი 75 (0)
1988 პორტუგეზა 22 (0)
1989 პონტე-პრეტა ? (?)
1989–1990 სანტა-კრუზი 75 (0)
ეროვნული ნაკრები
1975–1982 ბრაზილია 39 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1990 ინტერნასიონალი ლიმეირა
1991 სან-ბენტუ
1992 ინტერნასიონალი ლიმეირა
1993 უნიაო მოჟი
1994 სან-ბენტუ
1994 ინტერნასიონალი ლიმეირა
1995 უნიაო მოჟი
1996 ნასიონალი სან-პაულუ
1997 ფეროვიარია
1998 ნასიონალი სან-პაულუ
1998 გუარულიუსი
1999 იტაპეტინინგა
1999 იტაბაიანა
2000 ნასიონალი სან-პაულუ
2001 პარაგუასუენსე
2002 რიუ-ბრანკუ
2003 ოესტე
2004 რიუ-ბრანკუ
2005 იმპერიო
2006 უბერლანდია
2006 რეალ ბრაზილი
2007 ვიტორია
2007 არაგუაინა
2008 ინტერნასიონალი ლიმეირა
2008 ენჟენეირუ-ბელტრაო
2011–2012 არასატუბა
2013 გრემიო მარინგა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
უკანა რიგში, მარცხნიდან პირველი ვალდირ პერესი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. 1982.

ვალდირ პერეს დე არუდა (პორტ. Waldir Peres de Arruda; დ. 2 იანვარი, 1951, გარსა, სან-პაულუ, ბრაზილია — გ. 23 ივლისი, 2017, მოჟი-მირინი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ვალდირ პერესი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2] 1974 წლის გერმანიის[3][4] და 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[5][6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალდირ პერესმა საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქალაქის გარსას (პორტ. Garça) ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბ „გარსას“ შემადგენლობაში დაიწყო, რის შემდეგაც სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ქალაქ კამპინასის საფეხბურთო კლუბ „პონტე-პრეტას“ რიგებში. 1973 წელს ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო კლუბ „სან-პაულუში“ გადავიდა, სადაც მალევე მოიპოვა ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სახელი, რის შედეგადაც როგორც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მესამე მეკარე 1974 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.

1975 წელს პერესმა თავისი პირველი — სან-პაულუს შტატის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ტურნირის ფინალში მან პენალტების სერიის დროს „სან-პაულუს“ მეტოქის „პორტუგეზას“ ფეხბურთელების პირველი ორი თერთმეტმეტრიანი აიღო. სეზონის დასრულების შემდეგ იგი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამ აღიარების ნიშნად მას ოქროს ბურთი (პორტ. Bola de Ouro) გადაეცა. ორი წლის შემდეგ მან კვლავ შეძლო მატჩისშემდგომი პენალტების სერიის დროს თავისი მიღწევის გამეორება — ამჯერად ბრაზილიის ჩემპიონატის ფინალში.

1973–1984 წლებში „სან-პაულუს“ მაისურით ვალდირ პერესმა 617 ოფიციალური მატჩი ჩაატარა,[7] რაც კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია „სან-პაულუს“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის[8][9][10][11] როჟერიო სენის (პორტ. Rogério Mücke Ceni), შემდეგ რომელმაც 1992–2015 წლებში კლუბის ღირსება 1237 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა.[7]

1984 წელს „სან-პაულუდან“ წამოსვლის შემდეგ კიდევ ერთ ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბში, რიო-დე-ჟანეიროს „ამერიკაში“ გადავიდა. ამის შემდეგ იცავდა კამპინასის „გუარანის“, „კორინთიანსის,“ „პორტუგეზას“ და კვლავ „პონტე-პრეტას“ ღირსებას. სათამაშო კარიერა 1990 წელს, რესიფის „სანტა-კრუზის“ შემადგენლობაში დაასრულა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975–1982 წლებში იყო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 39 მატჩი ითამაშა.[12].

ნაკრების შემადგენლობაში პირველად 1975 წლის 4 ოქტომბერს, პერუს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კოპა ამერიკის გათამაშებაზე ითამაშა — ტურნირის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა ლიმას „ესტადიო ალეხანდრო ვილანუევაზე“ (ესპ. Estadio Alejandro Villanueva) შედგა და ბრაზილიელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ამის მიუხედავად წილისყრით[13] ფინალში პერუელები გავიდნენ, რომლებმაც პირველი ნახევარფინალური მატჩი ბრაზილიაში ანგარიშით — 3–1 მოიგეს.

1978 წელს იგი არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, თუმცა წინა ჩემპიონატის მსგავსად, მოედანზე ამჯერადაც არ გამოსულა. ტურნირის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში იგი აღარ გამოუძახებიათ. მხოლოდ 1981 წლის 5 იანვარს, არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, დაშავებული კარლოს რობერტო გალოს (პორტ. Carlos Roberto Gallo) ნაცვლად გამოვიდა იგი მოედანზე. 1976 წლის 19 მაისის შემდეგ, ეს იყო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მისი პირველი მატჩი.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლო შეხვედრა მან 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი, რომელიც მსოფლიო სპორტული პრესის ერთსულოვანი შეფასებით — თავისი დრამატიზმითა და ორივე გუნდის მხრიდან საფეხბურთო ხელოვნების უმაღლეს დონეზე წარმოჩენის მხრივ, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური შესრულების თვალსაზრისით, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო საუკეთესო და გამორჩეულ მატჩად ითვლება — 5 ივლისს, ბარსელონაში, „ესტადიო სარიაზე“ (ესპ. Estadio de Sarriá) გაიმართა და იტალიელთა გამარჯვებით — 3–2 დამთავრდა.[14][15][16][17][18][19][20][21]

მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალდირ პერესმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[22]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1974 დროშა: გერმანია გერმანია ბრაზილიის დროშა 22 მეკარე 0 0 0 0 0
მეოთხე ადგილი
1978 დროშა: არგენტინა არგენტინა ბრაზილიის დროშა 22 მეკარე 0 0 0 0 0
მესამე ადგილი
1982 დროშა: ესპანეთი ესპანეთი ბრაზილიის დროშა 1 მეკარე 5 0 4 0 1
მეორე რაუნდი

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა მხოლოდ ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბებში. მათ შორის სათავეშიც ედგა ლიმეირას „ინტერნასიონალს“ (1990, 1992, 1994, 2008), „სან-ბენტუს“ (1991, 1994), „უნიაო მოჟის“ (1993, 1995), სან-პაულუს „ნასიონალს“ (1996, 1998, 2000), „რიუ-ბრანკუს“ (2002, 2004) და სხვ. ბოლო კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელი პოსტიც ეკავა იყო „გრემიო მარინგა“ (2013).

ვალდირ პერესი 2017 წლის 23 ივლისს, მოჟი-მირინში, 66 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.[23]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა სან-პაულუ
ბრაზილიის დროშა კორინთიანსი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა ბრაზილია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკომენდებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
Miltonneves : Terceiro Tempo · National Football Teams.com · Planet World Cup · Sambafoot · Soccerway · torcida.com.ru (1) · torcida.com.ru (2) · Transfermarkt · WorldFootball.net
National Football Teams
1975 · 1976 · 1978 · 1979 · 1980 · 1981 · 1982
RSSSF
Brazil - Record International Players · Brasil - Resultados Históricos · Campeonatos Estaduais · World Cup 1978 · World Cup 1982
ვიდეო
Entrevista com o ex-goleiro Waldir Peres - Um dos maiores goleiros do futebol brasileiro · Equipe do Terceiro tempo lamenta morte de Waldir Peres · Lendas do gol - Waldir Peres

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brazil in the World Cup 1978 – Argentina. The team: Leão (C), Toninho, Oscar, Amaral and Edinho; Batista, Toninho Cerezzo and Zico; Gil, Roberto Dinamite and Dirceu. Reserves: Carlos (G), Valdir Peres (G), Nelinho, Abel, Polozzi, Rodrigues Neto, Zé Sérgio, Reinaldo, Rivelino, Jorge Mendonça and Chicão. Coach: Cláudio Coutinho. World Cup 2014 in Brazil. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  2. Dirceu José Guimarães. Complete list of players from Brazil roster in the 1978 FIFA Soccer World Cup. Information about the complete roster of Brazil National Soccer Team in the Argentina 1978 World Cup with players, jersey numbers, position on the field, DOB, club and coach. Champions, stats, national teams and players from each World Cup. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2018.
  3. Complete list of players from Brazil roster in the 1974 FIFA Soccer World CupThe Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  4. Brazil in the World Cup 1974 – Germany. The team: Leão, Zé Maria, Luis Pereira (C), Marinho and Marinho Chagas; Piazza, Leivinha and Rivelino; Valdomiro, Jairzinho and Dirceu. Reserves: Renato (G), Wendell (G), Nelinho, Alfredo, M. Antonio, Clodoaldo, Ademir da Guia, Carpeggiani, César, Paulo César and Edu. Coach: Zagallo. World Cup 2014 in Brazil. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  5. Brazil in the World Cup 1982 – Spain. The team: Valdir Peres (GK), Leandro, Oscar (C), Luisinho and Júnior; Toninho Cerezzo, Falcão, Sócrates and Zico; Serginho and Éder. Substitutes: Paulo Sérgio (GK), Carlos (GK), Edevaldo, Juninho, Edinho, Pedrinho, Batista, Paulo Isidoro, Renato, Roberto Dinamite and Dirceu. Coach: Telê Santana. World Cup 2014 in Brazil. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  6. Complete list of players from Brazil roster in the 1982 FIFA Soccer World CupThe Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  7. 7.0 7.1 ATLETAS COM MAIS JOGOS DISPUTADOS NO SÃO PAULO FUTEBOL CLUBE DE MODO GERAL. SPFCpédia: A Enciclopédia Tricolor. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  8. 2005 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2005როჟერიო სენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეცხრე ადგილზე დასახელდა (№ 9. Rogerio Ceni / Brazil / 31 pts. / São Paulo FC).
  9. 2006 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2006როჟერიო სენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეექვსე ადგილზე დასახელდა (№ 6. Rogerio Ceni / Brazil / 39 pts. / São Paulo FC).
  10. 2007 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2007როჟერიო სენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეხუთე ადგილზე დასახელდა (№ 5. Rogerio Ceni / Brazil / 37 pts. / São Paulo FC).
  11. 2008 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით — IFFHS' World's Best Goalkeeper of the Year 2008როჟერიო სენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მეთერთმეტე ადგილზე დასახელდა (№ 11. Rogerio Ceni / Brazil / 10 pts. / São Paulo FC).
  12. Arquivo da Seleção Brasileira Principal
  13. Peru was declared the winner by the drawing of lots.
  14. Duarte, Fernando. Brazil lost that Italy game in 1982 but won a place in history – Falcão (30 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  15. Wilson, Jonathan. Italy 3-2 Brazil, 1982: the day naivety, not football itself, died (25 ივლისი, 2012). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  16. Lewis, Tim. 1982: Why Brazil V Italy Was One Of Football's Greatest Ever Matches (11 ივლისი, 2014). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  17. 1982 Spain. CBC News. CBC. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 დეკემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  18. Rossi wakes to flatten favourites. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  19. Smyth, Rob. (21 აპრილი, 2020) Italy 3–2 Brazil: 1982 World Cup, second round Group C – as it happened. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  20. 1982: Why Brazil V Italy Was One Of Football's Greatest Ever Matches. Esquire.co.uk (11 ივლისი, 2014). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.
  21. Foot, John. Winning at All Costs: A Scandalous History of Italian Soccer, გვ. 470. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020. 
  22. Waldir Peres in the World Cups. Information about Waldir Peres and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  23. Ídolo do São Paulo e goleiro da Copa de 82, Waldir Peres morre aos 66 anos. ESPN.com.br. 23/07/2017.
  24. Argentina 1–2 Brazil (27 Feb., Buenos Aires); Brazil 2–0 Argentina (19 May, Rio de Janeiro) — Copa Julio Roca 1976 — NB: these matches also counted for the Copa del Atlántico 1976 (30 ოქტომბერი, 2004) Prepared and maintained by José Luis Pierrend for RSSSF. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  25. Todos los partidos que la Selección Argentina disputó ante Brasil — არგენტინა–ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთა ურთიერთშორის ჩატარებული მატჩების სტატისტიკა (1914–2017) (9 ივნისი, 2017) — AFA. წაკითხვის თარიღი: 19 მაისი, 2020.
  26. The Bola de Ouro (ოქროს ბურთი) is an annual award given each year, since 1973, by Brazilian sports magazine Placar to the best player in the Campeonato Brasileiro. A group of sports journalists watch every match of the competition and rate players 1 to 10 based on their performance. At the end of the season, the players with the best average rating in each position are awarded the Bola de Prata (Silver Ball), and the player with the best overall average rating is the recipient of the Bola de Ouro.
  27. Bola de Prata (ვერცხლის ბურთი) is given to the best players in their respective position (forward, defender, etc.) on the same points system. Therefore, the Brazilian team of the year is created. In 1973, Placar introduced the "Bola de Ouro", given to the best player of the league, according to Placar itself. In this year, two players shared the Bola de Ouro, this situation never occurred again. Players marked bold won the "Bola de Ouro" in that respective year.