შინაარსზე გადასვლა

დიონოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიონოსი, დიონისე — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1510-1511 წლებში.

ის მოიხსენიება 1511 წლით დათარიღებულ კახთა მეფის ავ-გიორგის მიერ მცხეთისათვის გაცემულ საბუთში, რომელიც მეფეს მის მიერვე მოკლული მამის, ალექსანდრე I-ის სულის მოსახსენებლად — სააღაპედ გაუცია. ავ-გიორგის მიერ ჩადენილი ცოდვის გამო კათოლიკოსი დიონოსი, მთავარეპისკოპოსი მალაქია და ამბა-ალავერდელი იოვანე „რჯულისა წესითა გამოენახენ“, რის საპასუხოდაც კახთა მეფე „პაპათაგან გაჩენილ“, ე. ი. მცხეთისათვის კახ მეფეთა მიერ შეწირულ კახურ მამულებს სითარხნის პირობით უმტკიცებს მცხეთის საკათოლიკოსო საყდარს.