გაბაანთხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაბაანთხევი — ნაწილობრივ ამოვსებული ხევი თბილისში, ვერეზე, ლურჯ მონასტერსა და ვერის პარკს შორის. XVIII ს. ვერე გაბაშვილების მამული იყო და ხევის სახელიც ამ გვართანაა დაკავშირებული, თუმცა ლურჯი მონასტრის მიმდებარე მიწები რაფიელ დანიბეგაშვილს, ხოლო ხევის გადაღმა ტერიტორია მღვდელ გამდლიშვილს ეკუთვნოდა. ახლანდელი ვერის ბაღის დიდ ნაწილზე ერთ დროს სასაფლაო იყო. 1973 წ. ხევის რთულ რელიეფზე აშენდა ჭადრაკის სასახლე (არქიტექტორები ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ღუდუშაური).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 23. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985