მამლუქი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მამლუქი
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი დავით რონდელი
სცენარის ავტორი დავით რონდელი
ნაწარმოები მამლუქი
უიარაღო
როლებში ოთარ კობერიძე
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე
ხმის ოპერატორი დავით ლომიძე
ოპერატორი ლევ სუხოვი
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 3 ნოემბერი, 1959
ხანგრძლივობა 97 წთ
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

მამლუქი — 1958 წლის ქართული ფილმი. მისი რეჟისორია დავით რონდელი და გადაღებულია კონდრატე თათარაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას კი — ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მეომრად აღზრდიან და მაჰმუდს შეარქმევენ. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში დამწყვდეულ ქართველ ქალთან ერთად გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. ერთ-ერთ ბრძოლაში მაჰმუდი სასიკვდილოდ დასჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. მაჰმუდს ბავშვობა გაახსენდება და მოკლულში ბავშვობის მეგობარ გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან ჩაფიქრებულ მაჰმუდს თანამებრძოლები ღალატს დასწამებენ და მოკლავენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]