გიორგი ბაქრაძე
იერსახე
გიორგი ბაქრაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 მაისი, 1908 |
დაბ. ადგილი | ბუკისციხე |
გარდ. თარიღი | 1 დეკემბერი, 1989 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სსრკ |
საქმიანობა | ეკონომისტი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
დამსაქმებელი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გიორგი კონსტანტინეს ძე ბაქრაძე (დ. 1 მაისი, 1908, ბუკისციხე — გ. 1 დეკემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975).
1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1937 წლიდან ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. ბაქრაძის ძირითადი მეცნიერული ნაშრომები ეხება პოლიტეკონომიისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორიის საკითხებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 240.
- ჯიბუტი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 374.