დიმიტრი გურგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენიძე.

დიმიტრი ხარიტონის ძე გურგენიძე (დ. 5 მაისი, 1918, სოფ. ბუკისციხე, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 ნოემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი პედაგოგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954), პროფესორი (1980), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1956), საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1981).

დაამთავრა სამასწავლებლო ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1937). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში. იყო რედაქტორი ჟურნალისა „დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდა“. 1973 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. დიდი წვლილი მიუძღვის დიდაქტიკის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ კვლევასა და იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მემკვიდრეობის შესწავლასა და გამოქვეყნებაში. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის მედლით (1979).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კორნელი ქაცარავა, თბ., 1971;
  • დიდაქტიკის საკითხები, თბ., 1973;
  • მარიამ ორახელაშვილი, თბ., 1978 (თანაავტ.);
  • ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა სახალხო განათლების დარგში და მისი პედაგოგიური შეხედულებანი, თბ., 1979.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]