სიხარულიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიხარულიძე.

სიხარულიძეები — ქართული გვარი. სიხარულიძეების გვარი შავშეთიდან მოდის. საგვარეულოს ფუძემდებელი ვინმე „სიხარული“ უნდა ყოფილიყო. ამ გვარის მატარებელი პირველი ადამიანი, დემეტრე სიხარულიძე, XV საუკუნის შუახანების წერილობით წყაროებში ფიქსირდება. მისი სახელი ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიება.

XVI საუკუნეში ოსმალეთის მიერ შავშეთის დაპრყრობის შემდეგ სიხარულიძეები გიორგაძეებთან, ვარშალომიძეებთან და სხვებთან ერთად შავშეთიდან გურიაში გაიქცნენ. გურიის სამთავროს მმართველმა გურიელებმა სიხარულიძეები სოფელ შუბანსა და მის ახლო-მახლო სოფლებში (ერკეთი, ბუკისციხე) დაასახლეს. ისინი ამ მხარის ბატონების, შარაშიძეების ყმებად და აზნაურებად იქცნენ. ცნობილია XIX საუკუნის სახალხო გმირი, ივანე სიხარულიძე (1784-1884), რომელიც შარაშიძეების ფარეშთუხუცესი იყო და ამავე დროს, იბრძოდა სახალხო რაზმში, რომელიც გურიის საზღვრებს იცავდა ოსმალეთის იმპერიისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იური სიხარულიძე, „სიხარულიძეების საგვარეულო“, გაზეთი „ალიონი“ გვ. 5-6 — N29, 24 ივლისი, 2017