მაისის რევოლუცია
იერსახე
მაისის რევოლუცია (ესპ. Revolución de Mayo) − ერთკვირიანი რევოლუციურ ქმედებათა სერია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1810 წლის 18-25 მაისს ბუენოს-აირესში, რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დედაქალაქში. თავის მხრივ, ეს ვიცე-სამეფო წარმოადგენდა ესპანეთის იმპერიის კოლონიას და მოიცავდა თანამედროვე არგენტინის, ბოლივიის, პარაგვაისა და ურუგვაის ტერიტორიებს. რევოლუციის შედეგად ჩამოგდებულ იქნა ვიცე-მეფე ბალთასარ იდალგო კისნეროსი და 25 მაისს შეიქმნა ადგილობრივი მთავრობა, პირველი ხუნტა. ამ მოვლენებს არგენტინაში ხშირად „მაისის კვირასაც“ უწოდებენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: