მარია ესტელა მარტინეს დე პერონი
მარია ესტელა მარტინეს დე პერონი | |
არგენტინის 41-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი 1974 – 24 მარტი 1976 | |
წინამორბედი | ხუან პერონი |
მემკვიდრე | ხორხე რაფაელ ვიდელა |
დაბადებული | 4 თებერვალი 1931 ლა-რიოხა არგენტინა |
რელიგია | კათოლიკე |
მარია ესტელა (ისაბელ) მარტინეს დე პერონი (დ. 4 თებერვალი, 1931, ქ. ლა-რიოხა, არგენტინა) — პირველი ქალი პრეზიდენტი არგენტინასა და დასავლეთ ნახევარსფეროში.
პანამის ღამის კლუბის მოცეკვავე, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, არგენტინის ყოფილი დიქტატორი, ხუან პერონი, რომელსაც ცოლად გაჰყვა 1960 წელს. 1972 წელს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და ფაქტობრივად დაიწყეს საპრეზიდენტო კამპანია. 1973 წლის 23 სექტემბრის ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა მისმა მეუღლემ, რომელმაც 12 ოქტომბერს მარია ესტელა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტად. 1974 წლის 1 ივლისს პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტის პოსტი მისმა ქვრივმა მარია ესტელა მარტინესმა დაიკავა. ქვეყანას კი ფაქტობრივად მართავდა მარტინესის მთავრობის საზოგადოებრივი კეთილდღეობის მინისტრი, ცნობილი ასტრონომი, ხოსე ლოპეს რეგა. 1976 წლის 24 მარტს გენერლების ჯგუფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება. ქალბატონი პრეზიდენტი დააპატიმრეს, თუმცა მალევე პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს, ხოლო სულ მალე სამშობლოს დატოვების ნებართვაც მისცეს და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. იგი არგენტინაში დაბრუნდა 1983 წელს და დღეს ბუენოს-აირესის გარეუბანში ცხოვრობს. პოლიტიკური აქტივობა მთლიანად შეწყვიტა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არგენტინის პირველი პრეზიდენტი ქალი
- A photo of Mrs. Isabel Perón, making the Roman salute when she took oath to Office (following to Perón's death)
წინამორბედი: ხუან პერონი |
არგენტინის პრეზიდენტი 1974 – 1976 |
შემდეგი: ხორხე რაფაელ ვიდელა |