კოსმონავტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ასტრონავტები)
ასტრონავტი ღია კოსმოსში
იური გაგარინი, პირველი ადამიანი კოსმოსში (1961) (სსრკ)

კოსმონავტი, იგივე ასტრონავტი (სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებდნენ ერთ ან მეორე სახელწოდებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში — ასტრონავტს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში — კოსმონავტს) — მოგზაური კოსმოსში — ადამიანი, რომელიც ატარებს ცდებს და ახორციელებს კოსმოსური ტექნიკის ექსპლუატაციას კოსმოსური ფრენის დროს.[1]

კოსმონავტები კოსმოსში მოგზაურობისას ზოგჯერ გადმოდიან ხომალდიდან, გადადიან გამოსაკვლევად ციურ სხეულზე, აგროვებენ მასალებს სამეცნიერო გამოკვლევებისათვის. მათ აცვიათ სკაფანდრები — სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, რადიაციისა და უჰაერობისგან თავდასაცავად. სკაფანდრს შიგნით წნევა, ტემპერატურა და ჰაერის მიწოდება მოწესრიგებულია. ზურგზე აკიდებული რეზერვუარებით კოსმონავტს ჰაერის მარაგი მიაქვს, „ქუდზე“ კი დამაგრებული აქვს ფილტრი, რომელიც მას მზის დამაბრმავებელი ნათებისგან იცავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]