შინაარსზე გადასვლა

პანამერიკული თამაშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანამერიკული თამაშების დროშა
მონაწილე ქვეყანათა დროშები 2007 წლის თამაშების ოლიმპიურ სოფელთან
2007 წლის თამაშების გახსნის ცერემონიალი რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანის სტადიონზე
ოლიმპიური ცეცხლი ტეოტიუაკანში ინთება
მასპინძელი ქვეყნებისა და ქალაქების რუკა
დაჯილდოების ცერემონიალი 1987 წლის თამაშებზე

პანამერიკული თამაშები — უმთავრესი სპორტული ღონისძიება ამერიკის კონტინენტზე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ზაფხულის თამაშებს მოიცავს, წარსულში კი ზამთრის სპორტის სახეობებსაც მოიცავდა. სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობას ათასობით ათლეტი იღებს. პანამერიკული თამაშები მეორე უმსხვილესი მრავალსპორტული ღონისძიებაა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. შეჯიბრებებში მონაწილებოსა მხოლოდ ამერიკის კონტინენტის ქვეყნები იღებენ და ის ოთხ წელში ერთხელ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინა წელს იმართება. 1990 წელს ასევე ჩატარდა ზამთრის პანამერიკული თამაშები. თამაშები ბოლოს 2011 წელს გვადალახარაში გაიმართა, შემდეგი კი 2015 წელს ტორონტოში ჩატარდება. 2007 წლიდან, მასპინძელი ქალაქი პარალელურად ორგანიზებას უწევს პარაპანამერიკულ თამაშებებს, რომელშიც ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ეჯიბრებიან. ეს თამაშები პანამერიკული თამაშების დასრულებისთანავე იწყება. თამაშებს ხელმძღვანელობს პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია (PASO), რომლის სტრუქტურაცა და მოქმედებებიც ოლიმპიური ქარტიითაა განსაზღვრული.

პანამერიკული თამაშების მოძრაობა შედგენა საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან, რომლებიც აღიარებულია PASO-ს მიერ; ასევე თითოეული თამაშის საორგანიზაციო კომიტეტისგან. როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, PASO-ს კომპეტენციაში შედის მასპინძელი ქალაქის შერჩევა. მასპინძელი ქალაქი ოლიმპიური ქარტიისა და წესების ფარგლებში პასუხისმგებელია ღონისძიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე. თამაშების პროგრამას, ასევე იმას, თუ სპორტის რომელი სახეობა შევა მასში, ასევე PASO განსაზღვრავს. თამაშების მიმდინარეობა ასევე მოიცავს მრავალ რიტუალსა და სიმბოლოს, მათ შორის დროშასა და ჩირაღდანს, ისევე როგორც გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს. პანამერიკულ თამაშებში, სპორტის 36 სახეობაში 5 000-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, სულ 400-მდე ღონისძიებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულნი შესაბამისად იღებენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს.

ჩემპიონატი და მედალისტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანამერიკული თამაშების ყველა დროის მოწინავე ქვეყნების ათეული:

ადგილი ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო სულ
1 აშშ-ის დროშა აშშ 1861 1379 932 4172
2 კუბის დროშა კუბა 839 566 527 1932
3 კანადის დროშა კანადა 377 586 733 1696
4 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 287 319 460 1066
5 არგენტინის დროშა არგენტინა 279 305 407 991
6 მექსიკის დროშა მექსიკა 197 248 460 915
7 ვენესუელის დროშა ვენესუელა 84 183 257 524
8 კოლუმბიის დროშა კოლუმბია 82 134 195 411
9 ჩილეს დროშა ჩილე 39 85 133 257
10 პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო 27 79 121 227

მასპინძელი ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თამაშები წელი მასპინძელი
I 1951 არგენტინის დროშა ბუენოს-აირესი, არგენტინა
II 1955 მექსიკის დროშა მეხიკო, მექსიკა
III 1959 აშშ-ის დროშა ჩიკაგო, აშშ
IV 1963 ბრაზილიის დროშა სან-პაულუ, ბრაზილია
V 1967 კანადის დროშა ვინიპეგი, კანადა
VI 1971 კოლუმბიის დროშა კალი, კოლუმბია
VII 1975 მექსიკის დროშა მეხიკო, მექსიკა
VIII 1979 პუერტო-რიკოს დროშა სან-ხუანი, პუერტო-რიკო
IX 1983 ვენესუელის დროშა კარაკასი, ვენესუელა
X 1987 აშშ-ის დროშა ინდიანაპოლისი, აშშ
XI 1991 კუბის დროშა ჰავანა, კუბა
XII 1995 არგენტინის დროშა მარ-დელ-პლატა, არგენტინა
XIII 1999 კანადის დროშა ვინიპეგი, კანადა
XIV 2003 დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა სანტო-დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა
XV 2007 ბრაზილიის დროშა რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
XVI 2011 მექსიკის დროშა გვადალახარა, მექსიკა
XVII 2015 კანადის დროშა ტორონტო, კანადა
XVIII 2019 TBA

მოცემულია თამაშების მონაწილე 42 ქვეყანა, რომელთა ოლიმპიურ კომიტეტებსაც პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია აღიარებს. [1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The 42 present countries in the Panamerican games Guadalajara 2011. COPAG. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 24, 2011. ციტირების თარიღი: July 11, 2011.