კაიენა
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
კაიენა ფრანგ. Cayenne | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | საფრანგეთის გვიანა | ||
| ოლქი | კაიენას ოლქი | ||
| კოორდინატები | 4°56′19″ ჩ. გ. 52°20′06″ დ. გ. / 4.93861° ჩ. გ. 52.33500° დ. გ. | ||
| მერი | Sandra Trochimara | ||
| დაარსდა | 1664 | ||
| ფართობი | 23,60 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 143 მეტრი | ||
| ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||
| მოსახლეობა | 63 956 კაცი (2022) | ||
| სიმჭიდროვე | 2710 კაცი/კმ² | ||
| აგლომერაცია | 151 103 (2021) | ||
| სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||
| საფოსტო ინდექსი | 97302 | ||
| ოფიციალური საიტი | https://ville-cayenne.com/ | ||
კაიენა (ფრანგ. Cayenne) — საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ საფრანგეთის გვიანის ადმინისტრაციული ცენტრი, ჩრდილოეთ საფრანგეთის გვიანაში და ორივე ამერიკაში ერთადერთი ევროპული სამფლობელო. მოსახლეობა – 63 956 ადამიანი (2022 წელი)[1], გარეუბნების ჩათვლით 151 103 (2021 წელი).[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვიანა აღმოაჩინეს ესპანელებმა 1499 წელს, მაგრამ მან მათი ინტერესები ვერ დააკმაყოფილა, მათ რეგიონი ჩათვალეს საკმაოდ ცხელ და ღარიბ მხარედ, რათა განეცხადებინად საკუთარი უფლებები. რეგიონი კოლონიზირებული გახდა 1604 წელს, როდესაც ფრანგებმა იქ დააარსეს დასახლება. მაგრამ მალევე ის დაანგრიეს პორტუგალიელებმა, რათა უზრუნვეყოთ ტორდესილასის ხელშეკრულების პირობების დაცვა. ფრანგი კოლონისტები დაბრუნდნენ 1643 წელს და დააარსეს კაიენა, მაგრამ იძულებულები გახდნენ ისევ წასულიყვნენ ინდიელთა თავდასხმების გამო. 1664 წელს საფრანგეთმა საბოლოოდ დააარსა მუდმივი დასახლება კაიენაში. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში კოლონია ფრანგების, ნიდერლანდელების და ინგლისელების ხელიდან ხელში გადადიოდა, სანამ არ დაუბრუნდა საფრანგეთს. 1809 წელს ის დაიპყრო ინგლის- პორტუგალიის ჯარმა და 1814 წლამდე იმართებოდა ბრაზილიიდან, რის შემდეგაც კვლავ დაბრუნდა საფრანგეთის კონტროლის ქვეშ. ის გამოიყენებოდა, როგორც საფრანგეთის გამოსასწორებელი კოლონია 1854 წლიდან 1938 წლის ჩათვლით.
ქალაქის მოსახლეობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმიგრაციის მაღალი დონის გამო (ძირითადად კარიბები და ბრაზილია), ასევე შობადობის მაღალი დონის გამო.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი კაიენა მდებარეობს მდინარე კაიენის ატლანტის ოკეანის შესართავთან. ქალაქს უკავია კუნძულ კაიენის ნაწილი. ის მდებარეობს 268 კმ-ში სენ-ლორან-დიუ-მარონიდან და 64 კმ-ში კურუდან.[3]
დაშორება სხვა ქვეყნების ზოგიერთი ქალაქებიდან:
- პარიზი: საფრანგეთის დედაქალაქი: 7100 კმ.
- ფორ-დე-ფრანსი, მარტინიკის ადმინისტრაციული ცენტრი: 1500 კმ.[4]
- ნუმეა, ახალი კალედონიის ადმინისტრაციული ცენტრი (საფრანგეთი): 15 427 კმ
- პარამარიბო, სურინამის დედაქალაქი: 342 კმ ჩრდილო-დასავლეთით
- მაკაპა, შტატ ამაპის ადმინისტრაციული ცენტრი, ბრაზილია: 554 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით
- მეხიკო, მექსიკის დედაქალაქი: 5534 კმ ჩრდილო-დასავლეთით
- სან-დიეგო, ქალაქი კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთით, აშშ: 7363 კმ ჩრდილო-დასავლეთით.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაიენის კლიმატი ხასიათდება, როგორც ტროპიკულ-მუსონური, წლის განმავლობაში ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებებით. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 26 °С. ქალაქისთვის დამახასიათებელია საკმაოდ მოკლე მშრალი სეზონი (მხოლოდ 2 თვე — სექტემბერი და ოქტომბერი) და საკმაოდ ხანგრძლივი წვიმიანი სეზონი (ყველა დანარჩენი თვეები). ნალექების საშუალო წლიური დონეა: 3744 მმ.
| წლიური ამინდი — კაიენა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
| საშუალო მაღალი °C (°F) | 27 (81) | 28 (82) | 28 (82) | 28 (82) | 28 (82) | 28 (82) | 29 (84) | 30 (86) | 31 (88) | 30 (86) | 30 (86) | 28 (82) | 29 (84) |
| საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
| საშუალო დაბალი °C (°F) | 23 (73) | 23 (73) | 23 (73) | 23 (73) | 23 (73) | 23 (73) | 23 (73) | 22 (72) | 22 (72) | 22 (72) | 22 (72) | 23 (73) | 23 (73) |
| ნალექი სმ (დუიმი) | 38 (15) | 32 (12.6) | 38 (15) | 38 (15) | 51 (20.1) | 39 (15.4) | 20 (7.9) | 10 (3.9) | 4 (1.6) | 5 (2) | 12 (4.7) | 29 (11.4) | 320 (126) |
| წყარო: Weatherbase[5] | |||||||||||||
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | მოსახლ. | წლიური ±% |
|---|---|---|
| კაიენის ისტორიული მოსახლეობა (კომუნა) | ||
| 1954 | 13 362 | — |
| 1961 | 18 615 | +4,66 % |
| 1967 | 24 518 | +4,68 % |
| 1974 | 30 461 | +3,15 % |
| 1982 | 38 091 | +3,07 % |
| 1990 | 41 067 | +0,94 % |
| 1999 | 50 594 | +2,35 % |
| 2010 | 55 753 | +0,90 % |
| 2015 | 57 614 | +0,66 % |
| 2021 | 63 468 | +1,63 % |
| კაიენის ისტორიული მოსახლეობა (აგრომელაცია) | ||
| 1954 | 15 606 | — |
| 1961 | 21 505 | +4,51 % |
| 1967 | 28 257 | +4,64 % |
| 1974 | 35 812 | +3,44 % |
| 1982 | 49 118 | +4,37 % |
| 1990 | 66 803 | +3,91 % |
| 1999 | 92 059 | +3,64 % |
| 2010 | 117 600 | +2,29 % |
| 2015 | 131 922 | +2,33 % |
| 2021 | 151 103 | +2,29 % |
შენიშვნა: კომუნის - INSEE[6] და Brasseur[7][2], აგლომერაციის - INSEE[2][8] და Brasseur[7]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაიენის აგლომერაციის 121 490 მაცხოვრებლის დაბადების ადგილები 2012 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:[9]
- 56,5 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის გვიანაში
- 12,0 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის მეტროპოლიაში
- 3,0 % ადამიანი დაიბადა მარტინიკაში
- 1,4 % ადამიანი დაიბადა გვადელუპაში
- 0,3 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის სხვა ზღვისიქითა ტერიტორიებში
- 26,7 % ადამიანი დაიბადა სხვა უცხოურ ქვეყნებში (ძირითადად ჰაიტიზე და ბრაზილიაში, ასევე სურინამში და გაიანაში); მათ შორის 25,0 % იყო იმიგრანტი, ხოლო 1,7 % — უცხოეთში დაბადებული საფრანგეთის მოქალაქეების ბავშვები.
ქვემოთ მოყვანილია ქვეყნები, სადაც დაიბადნენ იმიგრანტები და რომლებიც ცხოვრობენ კაიენის აგლომერაციაში 2009 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით:[10]
- დაბადებული ჰაიტიზე: 12 184
- დაბადებული ბრაზილიაში: 7627
- დაბადებული სურინამში: 2691
- დაბადებული გაიანაში: 2537
- დაბადებული ჩინეთში: 924
- დაბადებული სხვა ქვეყნებში: 3713
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაიენა — დიდი საზღვაო პორტია სამხრეთ ამერიკაში. დეგრად-დე-კანის დიდი პორტი მდებარეობს მდინარე მაურის ესტუარში. მცირე რაოდენობით ექსპორტირდება ხე-ტყე, ვარდის ხის ესენცია, რომი და ოქრო. 1960-იანი წლების შუა ხანებში ქალაქის ირგვლივ დაირგო შაქრის ლერწამი და ანანასი, ხოლო შემდგომში აშენდა ანანასის საკონსერვო ქარხანა და კრევეტების გადამამუშავებელი ქარხანა. ზღვისპირა პროსპექტი კაიენას აკავშირებს შატონის და მონტაბოს გარეუბნებთან, სადაც მდებარეობენ ტროპიკული ამერიკის ფრანგული ინსტიტუტი და პასტერის ინსტიტუტი. ფელიქს ებუეს სახელობის კაიენის აეროპორტი — ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ემსახურება კაიენას და მთელ ზღვისიქითა დაპარტამენტს.[11]
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის გვიანის და კაიენის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლიანობაში კარგად გამოიყურება. სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური და პარაზიტარული დაავადებები, ასევე კიბო. კაიენაში მდებარე პასტერის ინსტიტუტის პარიზის ფილიალი ატარებს ტროპიკული და ენდემური ადგილობრივი დაავადებების კვლევებს და იგი ცნობილია მთელ ლათინურ ამერიკაში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 76 წელს მამაკაცებში და 83 წელს ქალებში.[12] ქალაქის მთავარი საავადმყოფოა — 1992 წელს გახსნილი ანდრე-როზმონის ჰოსპიტალი.[13]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაიენაში მდებარეობს საფრანგეთის გვიანის უნივერსიტეტი, რომელიც ადრე იყო საფრანგეთის ანტილების უნივერსიტეტის კამპუსი, სანამ უნივერსიტეტის დაფინანსებასთან დაკავშირებულმა გაფიცვამ 2014 წელს არ გამოიწვია ცალკე დაწესებულების შექმნა.[14]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Populations de référence 2022"
- ↑ 2.0 2.1 2.2 INSEE. Statistiques locales - France par aire d'attraction des villes - Population municipale (historique depuis 1876)2021. ციტირების თარიღი: 2024-09-25
- ↑ Distances and duration of bonds in the dugout. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 7 August 2011
- ↑ Situation Géographique Préfecture de Guyane, archived 15 September 2008 from the original
- ↑ Weatherbase: Historical Weather for Cayenne.
- ↑ INSEE. Population en historique depuis 1968 fr. ციტირების თარიღი: 2024-09-25
- ↑ 7.0 7.1 La Guyane française, page 33, Gérard Brasseur
- ↑ INSEE. Statistiques locales - France par aire d'attraction des villes - Population municipale (historique depuis 1876). ციტირების თარიღი: 2022-04-02
- ↑ Recensement de la population de 2012 – Individus localisés au canton-ou-ville en 2012. INSEE. ციტირების თარიღი: 2019-02-02
- ↑ Panorama de la population immigrée en Guyane. INSEE. ციტირების თარიღი: 2019-02-02
- ↑ „Cayenne | French Guiana“. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2016. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
- ↑ „French Guiana | history – geography – territorial collectivity, France“. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2016. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
- ↑ Centre Hospitalier de Cayenne Andrée Rosemon (Cayenne) fr. ციტირების თარიღი: 6 May 2020
- ↑ nouvelobs.com/education/20140121.AFP8128/decret-sur-le-statut-experimental-de-l-universite-de-guyane-fin-janvier-fioraso.html
| ||||||||