აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აჭი (ოზურგეთი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
აჭი

სოფელ აჭის ერთ-ერთი უბნის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლიხაური
კოორდინატები 41°50′41″ ჩ. გ. 42°00′14″ ა. გ. / 41.84472° ჩ. გ. 42.00389° ა. გ. / 41.84472; 42.00389
ცენტრის სიმაღლე 420
მოსახლეობა 36[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
აჭი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

აჭი[2]სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში (სოფლები: აჭი, კვაჭალათი, ლიხაური, ნიაბაური). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მ., ლიხაურიდან 5 კმ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 1069
1911[4] 284
2002 71
2014 36 14 22

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული დარბაზული ეკლესია. ეკლესიას აქვს ასომთავრული წარწერა. შიგნიდან მთლიანად მოხატულია ფრესკებით, მათ შორის ზოგიერთი ფრესკა იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს. ეკლესიაში დღემდე ინახება თამარ მეფის დროს შექმნილი ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.

სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია აჭის ციხის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год