აჭისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჭისწყალი

ადგილი დევის ქვა მდინარე აჭისწყალზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გურიის მხარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქალაქები ოზურგეთი
სათავე მესხეთის ქედი
41°47′34″ ჩ. გ. 42°05′10″ ა. გ. / 41.79278° ჩ. გ. 42.08611° ა. გ. / 41.79278; 42.08611
სათავის სიმაღლე 2200 მ
შესართავი ბჟუჟი
41°54′55″ ჩ. გ. 42°00′11″ ა. გ. / 41.915528° ჩ. გ. 42.003083° ა. გ. / 41.915528; 42.003083
შესართავის მდებარეობა ოზურგეთი
აჭისწყალი — საქართველო
აჭისწყალი
აჭისწყალი
აჭისწყალი — გურიის მხარე
აჭისწყალი
აჭისწყალი
— სათავე, — შესართავი

აჭისწყალიმდინარე ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ბჟუჟის მარცხენა შენაკადი.[1] სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე 2200 მეტრის სიმაღლეზე.

მდინარე უზრუნველყოფს ლიხაურსა და ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. მდინარე მდიდარია თევზის უნიკალური ჯიშებით: ნაკადულის კალმახი, ქაშაპი, წვერა, ფრიტა და სხვა. ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, რომლის პოპულაციის აღდგენაც სახელმწიფოს გარემოსდაცვითი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მდინარის ხეობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით და წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც იზიდავს დამსვენებლებს. ზაფხულის განმავლობაში აჭისწყლის ხეობაში ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია ქ. ოზურგეთთან შედარებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აჭისწყალიუნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა