Delicate Sound of Thunder (ალბომი)
| Delicate Sound of Thunder | ||
| Delicate Sound of Thunder | ||
| გამოცემის თარიღი | 22 ნოემბერი, 1988 | |
| ჩაწერის თარიღი | 19–23 აგვისტო 1988, კოლიზეუმი ნასაუ, ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ | |
| ჟანრი | პროგრესული როკი | |
| ხანგრძლივობა | 104:08 | |
| ლეიბლი | EMI | |
| პროდიუსერი | დევიდ გილმორი | |
| პინკ ფლოიდის ცოცხალი ალბომები | ||
|---|---|---|
| Ummagumma (1969) |
Delicate Sound of Thunder (1988) |
Pulse (1995) |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Blender | |
| რობერტ კრისტგოუ | C [2] |
| Rolling Stone | |
Delicate Sound of Thunder — ჯგუფ პინკ ფლოიდის ცოცხალი ალბომი, რომელიც გამოვიდა 1988 წელს. მასზე ჩაწერილია პინკ ფლოიდის 1988 წლის აგვისტოში ნასაუ კოლიზეუმში (ლონგ აილენდი, ნიუ-იორკი) ჩატარებული კონცერტი.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
ალბომი გამოიცა 1988 წელს, ორმაგი ფირფიტისა, კომპაქტ დისკისა და კასეტის სახით. ყოველ მათგანში სიმღერების სია განსხვავდება. პირველ ნახევარში უშუალოდ შეტანილია სიმღერები ალბომიდან A Momentary Lapse of Reason, ხოლო მეორე დისკში - პინკ ფლოიდის კლასიკური სიმღერები. ორმაგ ფირფიტაზე არ არის ჩაწერილი Us and Them, ხოლო სიმღერების Another Brick in the Wall (Part 2) და Comfortably Numb შორის მოთავსებულია Wish You Were Here.
მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის რადიოინტერვიუში გილმორი ამტკიცებდა, რომ მას არ მოუწია სტუდიაში რამე დამატებითი სოლო ან ვოკალური პარტიის ჩაწერა, ცნობილია, რომ Comfortably Numb-ში ჟღერს დამატებითი აკუსტიკური გიტარა. აგრეთვე, რიჩარდ რაიტმა ჩაწერა Us and Them განახლებული ვოკალური პარტია, ხოლო სემ ბრაუნმა Comfortably Numb-ში რეიჩელ ფიური ჩაანაცვლა.[4]
აგრეთვე გადაღებული იქნა ფილმი -კონცერტი Delicate Sound of Thunder.
ალბომი მოხვდა ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის რეიტინგის #11 ადგილზე. შტატებში იგი ამჟამად სამმაგი პლატინის სტატუსის მატარებელია - 1989 წლის 23 იანვარს მას ოქროს და პლატინის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1997 წლის აპრილში - სამმაგი პლატინის.
Delicate Sound of Thunder იყო პირველი როკ ალბომი, რომელმაც კოსმოსში გაიჟღერა. აუდიოკასეტა მისი ჩანაწერით სოიუზ-ის კოსმონავტებმა თან წაიღეს ორბიტაზე. ბაიკონურის კოსმოდრომზე, ხომალდის გაფრენისას იმყოფებოდნენ პინკ ფლოიდის წევრებიც.
ალბომის ყდაზე გამოსახულია ადამიანი ნათურებით და ოდნავ მოშორებით, ადამიანი, რომელთანაც ფრინველები დაფრინავენ. ეს, დიზაინერ სტორმ ტორგერსონის თქმით, ხაზს უსვამს ჯგუფის კონცერტების ორ მთავარ შემადგენელ ნაწილს - განათებასა და ჟღერადობას.
Delicate Sound of Thunder არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოვიდა (ფირმა ’’მელოდია’’).
სიმღერების სია[რედაქტირება]
კომპაქტ დისკი[რედაქტირება]
| დისკი 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ჩაწერის თარიღი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | Shine On You Crazy Diamond | 20 აგვისტო 1988 | 11:53 | ||||||
| 2. | Learning to Fly | 23 აგვისტო 1988 | 5:27 | ||||||
| 3. | Yet Another Movie | 19 აგვისტო 1988 | 6:21 | ||||||
| 4. | Round and Around | 19 აგვისტო 1988 | 0:33 | ||||||
| 5. | Sorrow | 23 აგვისტო 1988 | 9:28 | ||||||
| 6. | The Dogs of War | 21 აგვისტო 1988 | 7:18 | ||||||
| 7. | On the Turning Away | 20 აგვისტო 1988 | 7:58 | ||||||
| დისკი 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ჩაწერის თარიღი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | One of These Days | 23 აგვისტო 1988 | 6:15 | ||||||
| 2. | Time | 19 აგვისტო 1988 | 5:16 | ||||||
| 3. | Wish You Were Here | 20 აგვისტო 1988 | 4:49 | ||||||
| 4. | Us and Them | 22 აგვისტო 1988 | 7:22 | ||||||
| 5. | Money | 23 აგვისტო 1988 | 9:52 | ||||||
| 6. | Another Brick in the Wall (Part 2) | 19 აგვისტო 1988 | 5:28 | ||||||
| 7. | Comfortably Numb | 23 აგვისტო 1988 | 8:56 | ||||||
| 8. | Run Like Hell | 21 აგვისტო 1988 | 7:12 | ||||||
ვინილის ფირფიტა/კასეტა[რედაქტირება]
მხარე 1
- Shine On You Crazy Diamond
- Learning to Fly
- Yet Another Movie
- Round and Around
მხარე 2
- Sorrow
- The Dogs of War
- On the Turning Away
მხარე 3
- One of These Days
- Time
- Us and Them (მხოლოდ კასეტა, არ არის შეტანილი ვინილის ფირფიტაზე).
- Money
- Another Brick in the Wall (Part 2)
მხარე 4
- Wish You Were Here
- Comfortably Numb
- Run Like Hell
პერსონალი[რედაქტირება]
- დევიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი
- ნიკ მეისონი – დასარტყამები, პერკუსია
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, ვოკალი
- ტიმ რენვიკი – გიტარა, ვოკალი
- ჯონ კერინი – კლავიშები, ვოკალი
- გაი პრეტი – ბას გიტარა, ვოკალი
- გერი უოლისი – პერკუსია
- სკოტ პეიჯი – საქსოფონი, გიტარა
- მარგრეტ ტეილორი – დამატებითი ვოკალი
- რეიჩელ ფიური – დამატებითი ვოკალი
წარმატება[რედაქტირება]
| წელი | რეიტინგი | პოზიცია |
|---|---|---|
| 1988 | ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომი | 11 |
| 1988 | ბილბორდის კომპაქტ დისკების რეიტინგი | 5 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Erlewine, Stephen Thomas. Album review საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 8 July 2011
- ↑ Album review. Robert Christgau. წაკითხვის თარიღი: 8 July 2011.
- ↑ Azerrad, Michael. Album review. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 8 July 2011.
- ↑ http://www.neptunepinkfloyd.co.uk/wiki/index.php/Sound_On_Stage_4