ღვია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვია (Juniperuc sabina) საშუალო სიმაღლის წიწვოვანი ხებუჩქი ან ბუჩქია, ზოგჯერ მიწაზე გართხმული. ყვავილები ერთ ან ორსქესიანია, მამრობითი-ოვალურ თავთავებში, მდედრობითი-თავკენწერა გირჩებში. წიწვი ეკლიანი, გაბასრული, ტევრისებრი, ტოტებისკენ დახრილი.

გავრცელება[რედაქტირება]

იზრდება სუბალპურ ზონაში კლდეებზე, კავკასიური დეკას გამეჩხერებულ ნარგავებში, ფიჭვოვან ტყეებში.

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება]

ღვიის კენკრა შეიცავს ეთერზეთებს, გლუკოზას, ფისს, ვაშლის, ძმრის და ჭიანჭველ მჟავებს, სხვადასხვა ფიტოანციდებს და სხვა ნივთიერებებს.

გამოყენება[რედაქტირება]

ხალხურ მედიცინაში ღვიის კენკრისგან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც იყენებენ როგორც მადეზინფიცირებულ და შარდმდენ საშუალებას. მათ იყენებენ აგრეთვე ლიქიორის ჩამომსხმელ წარმოებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იმერეთის სამკურნალო ფლორა

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღვია&oldid=2531061“-დან