ორბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორბი
White-backed Vulture Metrozoo 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფრინველები
კლასი: ქორდიანები
რიგი: შავარდნისნაირნი
ოჯახი: ქორისებრნი
გვარი: ორბი
ლათინური სახელი
Gyps

ორბი (ლათ. Gyps) — ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ტანად დიდი ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს, ფრთების შლილი 2,5 მ, მასა 8 კგ. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 2 სახეობა:ორბი (Gypa fulvus) და კუმაი (Gypa hymalaiensis), რომელთაგან პირველი გავრცელებულია ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში, მეორე კი პამირისა და ტიან-შანის მთიანეთში. ბუდეები როგორც წესი ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს წარმოქმნიან. საქართველოში გავრცელებული ორბი მთამაღალის მკვიდრია, ცხოვრობს მთის მშრალ და ღია ლანდშაფტებში, ბუდობს კლდეებზე, ხევებსა ან ბორცვებზე. ვერტიკალურად აღწევს 3400 მეტრს. ხშირად ბუდობს კოლონიებად. დედალი დებს 1 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 48-54 დღეს. იკვებება დიდი ცხოველების მძორით. მიუხედავად დიდი ზომისა ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომელითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია. ცხოვრების ასეთი ნირის გამო წრმოადგენს ბუნების სანიტარს. ორბი რაოდენობა თანდათან კლებულობს. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში", როგორც სპორადულად გავრცელებული სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 7, გვ. 559, თბ., 1984
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ორბი&oldid=2606269“-დან