პრანწია

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრანწია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Vanellus vanellus

პრანწია (Vanellus vanellus), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. პრანწიას სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 200 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ზამთრობს ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრემისას (მარტი, ოქტომბერი), ნაწილი ზამთრობს, მეტწილად კოლხეთის დაბლობზე. ბუდობს ბალახიან ჭაობებზე, ველ-მინდვრებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 4 კვერცხს. კრუხობს უმთავრესად დედალი, 27-29 დღე-ღამე. იკვებებიან მწერებით, წვრილი უხერხემლოებით, ზოგჯერ მარცვლეულით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 8, გვ. 179, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები