დიორიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიორიტი
DioriteUSGOV.jpg
დიორიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა პლაგიოკლაზი
რქატყუარა
პიროქსენი
ბიოტიტი
კვარცი
შეფერილობა ნაცრისფერი
გამოიყენება მშენებლობაში

დიორიტი (ფრანგ. diorite, ბერძნ. diorízo — ვარჩევ) — ნაცრისფერი სრულკრისტალური საშუალო სიმჟავიანობის (SiO2 55-65%) მაგმური ინტრუზიული ქანი. დიორიტის მთავარი მინერალებია საშუალო პლაგიოკლაზი, რქატყუარა, იშვიათად შეიცავს პიროქსენსა და ბიოტიტს, ზოგჯერ — კვარცსაც; აქცესორული მინერალებია — აპატიტი, მაგნეტიტი, ილმენიტი და სხვა. დიორიტი ნაკლებადაა გავრცელებული და გვხვდება გრანიტოიდულ ინტრუზიებში უბნების სახით, ზოგჯერ ქმნის შტოკს, დაიკს, ლაკოლითსა და სხვა.[1] დიორიტის საბადოები ცნობილია დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, რუმინეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში. იყენებენ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალად. ძვირფასი საშენი მასალაა.[2] დიორიტისგან ამზადებენ სხვადასხვაგვარი სახეობის საგზაო ქვას. ზოგიერთი დიორიტი მდიდარია ფერადი ელფერით, კარგად ექვემდებარება გაკრიალებას. ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში იყენებდნენ როგორც სკულპტურულ მასალას. მაგარი, მტკიცე და სინათლეგაუმტარი დიორიტი სკულპტურაში ექვემდებარება განზოგადებულ დამუშავებას.[3] დიორიტი გავრცელებულია საქართველოშიც.[4] აღსანიშნავია მოსაპირკეთებელი წიფის კვარციანი დიორიტის საბადო (802 ათასი მ³).[5]

სქოლიო[რედაქტირება]