ძერა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძერა
Red Kite and Black Kite NAUMANN.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Milvus
დაცვის სტატუსი

ძერა (Milvus), მტაცებელი ფრინველების გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი, ამოკვეთილი ბოლო, ფართო, გრძელი ფრთები. მოიცავს 2 სახეობას: ბორას და ძერას. უკანასკნელი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, მადაგასკარზე. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში ნომადობს. ბუდეს იკეთებენ ხეზე, კლდეზე ან ხრამში. აპრილ-მაისში დებენ 2-4 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 1 თვეს გრძელდება. კრუხობს ორივე მშობელი. იკვებებიან მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ლეშით, იშვიათად თევზითა და წვრილ-წვრილი ფრინველებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 11, გვ. 268, თბ., 1987
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძერა&oldid=2356376-დან“