ლევანი (კახეთის მეფე)
| ლევანი | |
![]() |
|
| გრემის ტაძრის ფრესკა, XVI საუკუნე | |
| კახეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1518 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1574 |
| წინამორბედი: | გიორგი II |
| მემკვიდრე: | ალექსანდრე II |
| დაბ. თარიღი: | 1504 |
| გარდ. თარიღი: | 1578 |
| მეუღლე: | თინათინ გურიელი |
| შვილები: | 1.ალექსანდრე II 2.თინათინი |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | გიორგი II |
ლევანი, კახეთის მეფე 1518/1520—1574, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე. 1513, როცა ქართლის მეფემ დავით X-მ კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილება, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე კახელმა თავადებმა გახიზნეს. მათ ისარგებლეს 1518 ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და იცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლევანი ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. 1551 ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I-ს შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავის დადების (1555) შემდეგ შაჰს არ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები. ამით უკმაყოფილო ლევანი 50-60-იან წლებში შეეცადა რუსეთისაგან დახმარების მიღებას. 1563 მან ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-თან, რის შედეგადაც კახეთში ჩამოვიდა რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტმა აიძულა ლევანი ეს რაზმი მალე დაეთხოვა. ლევანის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა, ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები — ბაზარი და გრემი.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- გუჩუა ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 157-158, თბ., 1983
| წინამორბედი: გიორგი II |
კახეთის მეფე 1518 - 1574 |
შემდეგი: ალექსანდრე II |
|
|||||||||||
