შიბუღელე
შიბუღელე | |
---|---|
კოორდინატები: 42°37′41″ ჩ. გ. 44°49′35″ ა. გ. / 42.62806° ჩ. გ. 44.82639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
ქედი | კიდეგანის ქედი |
შიბუღელე[1][2] — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კიდეგანის ქედზე, მდინარეების ჩიმღისწყლისა (ასის სათავე) და შონდონის (არმხის სათავე) სათავეებში. შიბუღელე აგებულია ქვედა- და შუაიურული ფიქალ-ქვიშიანი წყებით. უღელტეხილი აკავშირებს მდინარეების ასისა და არმხის ხეობებს. თხემური ნაწილი კლდოვანია, ქვემოთ ალპური მდელოებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კურდღელაიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 743.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 194.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 116.