მაკგილის უნივერსიტეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა
უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ხედი

მაკგილის უნივერსიტეტი (ინგლ. McGill University) — უნივერსიტეტი კანადაში, კვებეკის პროვინციაში, მონრეალის ცენტრში.

[რედაქტირება] ისტორია

მაკგილის უნივერსიტეტი წარმოადგენს უძველეს უნივერსიტეტს მონრეალში. იგი დააარსა ჯეიმს მაკგილმა, შოტლანდიელმა ქურქით მოვაჭრემ 1821 წელს. იგი გახდათ ფილანტროპი, რომელმაც დატოვა 10 000£ და 46 აკრა მიწის ნაკვეთი, სადაც მდებარეობს უნივერსიტეტი ამჟამად. სწორედ იმ წლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტი პატარა კოლეჯიდან ერთ–ერთ ყველაზე დატვირთულ და ხალხმრაავალ საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა, რომელიც აერთიანებს ორ კამპუსს, 11 ფაკულტეტს, საერთო ჯამში 300 სასწავლო პროგრამასა და 36 000 სტუდენტს 150 ქვეყნიდან.

1821 წელს დაარსებულმა „მაკგილის კოლეჯმა“ სწავლება 1829 წლის 27 იანვრიდან დაიწყო ვაჭრის ყოფილ აგარაკზე, რომელიც შემდეგ კოლეჯის შენობად გადაკეთდა. 4 წლის შემდეგ, კოლეჯმა პირველად გასცა მედიცინისა და ქირურგიის დოქტორის დიპლომი, რომელიც უილიამ ლესლი ლოჟმა მიიღო. ხელოვნების ფაკულტეტის ნაგებობის მშენებლობა დაიწყო 1839 წელს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დასრულდა კიდეც და ახლაც ფუნქციონირებს.

დამაარსებელმა მომდევნო წლებშიც განაგრძო საუნივერსიტეტო საქმიანობა. გეოლოგი სერ უილიამ დოუსონის რექტორად არჩევის შემდეგ, რომელიც სწორედ ჯეიმს მაკგილმა მოიწვია, უნივერსიტეტის ფაკულტეტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და პრესტიჟიც მოემატა მას.

უნივერსიტეტის ისტორიაში აღსანიშნავია 1884 წელი, როდესაც პირველად მიიღეს ქალი სასწავლებელში, რადგანაც მანამდე მაკგილი წარმოადგენდა მხოლოდ მამაკაცთა სასწავლებელს.

უნივერსიტეტისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც განათლების მიღების სურვილის მაჩვენებელმა რეკორდუს ნიშნულს მიაღწია კანადაში. სწორედ 19461948 წლებიდან იწყება უნივერსიტეტის გაფართოება.

ამჯერად მაკგილი აღიარებულია კანადის ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტად კვლევების დარგში. 2003 წელს, ჰეტერ მონრო–ბლუმი გახდა უნივერსიტეტის მე–16 რექტორი. მის პერიოდში გამყარდა უნივერსიტეტის რეპუტაცია მთელ მსოფლიოში განათლების, კვლევებისა და მომსახურების სფეროში.


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე