ბიატლონი
ვიკიპედიიდან
ბიატლონი, ბიათლონი (ლათ. bi- < bis „ორჯერ“ და ბერძნ. athlon „შეჯიბრება“) სპორტის ზამთრის სახეობა. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლისაგან.მიზანი მდებარეობს 50მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45მმ-ია, ხოლო დგომისას 115მმ-ია.
სექციების სია |
[რედაქტირება] ინდივიდუალური რბოლა
ბიატლონი შედგება რამოდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ. ხოლო ქალები 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1 წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე.
[რედაქტირება] სპრინტი
სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს, ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორცმენი გადის დამატებით 150 მ-ს.
[რედაქტირება] დადევნების რბოლა
დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს, ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი, რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150 მ-ის გავლა.
[რედაქტირება] მას-სტარტი
მას-სტარტი ბიატლონის ახალი სახეობაა. მასში მონაწილეობს ჩემპიონატის 30 საუკეთესო სპორტსმენი.
[რედაქტირება] გუნდური ესტაფეტა
ყოველი გუნდიდან ესტაფეტაში მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი.იგი სპრინტის წესებს ეფუძნება.თითოეული კაცი სპორცმენი გადის 10კმ და ისვრის ორჯერ,წოლით და დგომით რეჯიმებში,ხოლო ქალები დაგიან 7,5-7,5კმ ასევე შესაბამისად 2-2 სროლით იგივე მდგომარეობაში.სპრინტისგან ისაა განსხვავება რომ სპორტსმენებს აქვთ 3 დამატებითი ტყვია.თუ სპორტსმენი 8სროლითაც ვერ დახურავს 5 ნიშნულს მაშინ იგი გადის 150მეტრის საჯარიმო წრეს,ყოველი აცდენისთვის
[რედაქტირება] მიქსი(შერეული ესტაფეტა)
ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორცმენი.სტარტს იღებენ ქალები და ასტულებენ მამაკაცები.სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში

