ბრიტანეთის არმია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიტანეთის არმიის დროშა

ბრიტანეთის არმია (ინგლ. British Army) ეწოდება გაერთიანებული სამეფოს სახმელეთო შეიარაღებულ ძალებს. განსხვავებით „სამეფო საჰაერო ძალებისა“ და „სამეფო საზღვაო ძალებისაგან“ ბრიტანეთის არმია თავის სახელწოდებაში არ ატარებს ნაწილს „სამეფოს“, რაც მისი ისტორიული ტრადიციიდან მომდინარეობს.

„ბრიტანეთის არმია“ ემორჩილება ბრიტანეთის მონარქს, რომელიც არის ყველა შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 1962 წლიდან „ბრიტანეთის არმია“ მხოლოდ მოხალისეებისაგან კომპლექტდება. უკანასკნელი 50 წლის მანძილზე „ბრიტანეთის არმია“ მონაწილეობას იღებდა შემდეგ დიდ სამხედრო კონფლიქტებში: ფოლკლენდის ომი, კოსოსვოს ომი, ავღანეთის ომი, ერაყის ომი და ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი.