სიტყვა
ვიკიპედიიდან
სიტყვა არის ენის ძირითადი შემადგენელი ერთეული და ამდენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენათმეცნიერული ცნება-ტერმინიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნების (–'სიტყვა') დეფინიციის სირთულის გამო მრავალი საკამათო მოსაზრება მოიპოვება, მაინც არსებობს 5 მთავარი მახასიათებელი, რომლითაც სიტყვას განსაზღვრავენ.
- სიტყვა არის ერთ-ერთი მთავარი და მეტ-ნაკლებად სტაბილური ერთეული.
- სიტყვა გამოიყენება ჩვენს ირგვლივ არსებული სინადვილის მოვლენათა აღსანიშნავად, ამ მოვლენათა ჩვენს ცნობიერებაში განზოგადებული ანარეკლის საფუძველზე;
- სიტყვა წარმოადგენს ბილატერალურ (ორმხრივ) ერთეულს, რომელშიც მატერიალური ფორმა (ფორმატივი) შეერწყმის იდეურ შინაარსს (მნიშვნელობა);
- სიტყვა წარმოადგენს ფონეტიკურ-ფონოლოგიურსა და მორფემატულ ერთეულს, რომელიც გრამატიკულად ფორმდება;
- სიტყვა არსებობს ენაში როგორც მზა მასალა სახელწოდებითი ფუნქციით, რომელიც მეტყველებაში ვითარებათა დასახატავად წინადადებად გადაიქცევა ხოლმე.