ნევშატელის კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნევშატელის კანტონი
Canton de Neuchâtel
გერბი
Wappen Neuenburg matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი ნევშატელი
მსხვილი ქალაქი ლა-შო-დე-ფონი
ოფიციალური ენები ფრანგული
მოსახლეობა (2010) 172 021 კაცი
სიმჭიდროვე 210 კაცი/კმ²
ფართობი 802,93 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 1 552
 429
ნევშატელის კანტონი რუკაზე
აბრევიატურა NE
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Canton of Neuchâtel

ნევშატელი (ფრანგ. Neuchâtel) — კანტონი შვეიცარიის ფრანგულენოვან ნაწილში. დედაქალაქია ნევშატელი. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 172 021 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 38% პროტესტანტია, 31% კი კათოლიკე.[1]

ნევშატელის კანტონი იგივე სახელწოდების სამთავროსგან შეიქმნა, რომელიც შუა საუკუნეებში უმცროს ცერინგენს ეკუთვნოდა, XVI საუკუნეში იგი ლონგვილებს გადაეცა, მარია დე ნემურის სიკვდილის შემდეგ კი მას ჰოჰენცოლერნები დაეპატრონნენ. 1815 წელს სამთავრო შვეიცარიის კონფედერაციაში შევიდა, მაგრამ სრულუფლებიანი რესპუბლიკური მმართველობის ფორმა მხოლოდ ორმოცი წლის შემდეგ მოიპოვა.

კანტონის ფართობი 803 კმ²-ს შეადგენს. მდებარეობს დასავლეთ შვეიცარიაში, ნევშატელის ტბის დასავლეთ ნაპირზე. ესაზღვრება საფრანგეთს (დასავლეთიდან). სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ტერიტორიას კვეთს იურის მთები.

კანტონი განთქმულია თავისი ღვინითა და აბსენტით. ვენახები ნევშატელის ტბის ნაპირებზეა გაშენებული. მისდევენ მესაქონლეობას. აწარმოებენ საათებსა და ინტეგრირებულ სქემებს.

ადმინისტრაციულად კანტონი 6 რაიონად იყოფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics (2004). Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.