ვიკიწიგნები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიწიგნების ლოგო

ვიკიწიგნებივიკიმედიას ერთ-ერთი პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში ხდება თავისუფალი სახელმძღვანელოების და სხვა სასწავლო მასალების გამოქვეყნება. ვიკიწიგნებში გამოქვეყნებული მასალები ექვემდებარება GPL ლიცენზიას. ვიკიწიგნები, ისევე როგორც მედიავიკის სხვა პროექტები ეყრდნობა ვიკი ტექნოლოგიას, ანუ ნებისმიერს შეუძლია მისი რედაქტირება. ვიკიწიგნებში გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების წაკითხვა, ასლი, ამობეჭდვა და რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია.

ქართული ვიკიწიგნების ისტორია[რედაქტირება]

ქართული ვიკიწიგნების პროექტი დაიწყო 2006 წლის 19 დეკემბერს, მისი პირველი ადმინისტრატორი მომხმარებელი:Trulala არჩეულ იქნა 2007 წლის 10 იანვარს. თავიდანვე მასში განთავსდა გერმანული გრამატრიკის კონსპექტი. დაიწყო ასევე მუშაობა კულინარული წიგნის შექმნაზე. ძალიან სწრაფად კი ვიკიწიგნებში დაიწერა პირველი სრულფასოვანი წიგნი 3D Studio Max, რომლის ავტორის გახდათ მომხმარებელი:Gnome. დღეს დამუშავების პროცესშია 5 წიგნი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: