ბერნის კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნი
Kanton Bern
Canton de Berne
გერბი
Wappen Bern matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი ბერნი
მსხვილი ქალაქი ბერნი
ოფიციალური ენები გერმანული,
ფრანგული
მოსახლეობა (2010) 979 802 კაცი
სიმჭიდროვე 160 კაცი/კმ²
ფართობი 5 959,44 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 4 274
 401,5
ბერნი რუკაზე
აბრევიატურა BE
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Canton of Bern

ბერნი (გერმ. Kanton Bern; ფრანგ. Canton de Berne) — შვეიცარიის მეორე უმსხვილესი კანტონი, როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის თვალსაზრისით. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება იურისა და ზოლოთურნის კანტონები, დასავლეთით — ნევშატელისა და ფრიბურის კანტონები, სამხრეთით — ვალეს კანტონი, აღმოსავლეთით კი ურის, ნიდვალდენის, ობვალდენის, ლუცერნისა და აარგაუს კანტონები.

ბერნის კანტონი ორენოვანია და 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 979 802 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 119 930 (12,45%) უცხოელია.[1] კანტონის და ასევე მთლიანად შვეიცარიის ფედერალური დედაქალაქია ბერნი.

შვეიცარიის კონფედერაციას ბერნი 1353 წელს შეუერთდა და 1803—1814 წლებში ნაპოლეონის შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთი კანტონი იყო ექვსიდან.

კანტონს ძირითადად მდინარე აარე და მისი შენაკადები რწყავს. დაყოფილია ექვს რეგიონად. მთლიანი ფართობი 5 959 კმ²-ს შეადგენს.

ადმინისტრაციულად, ბერნი 10 რაიონად იყოფა.

შემოსავლის ძირითადი წყაროა ტურიზმი. სხვა მნიშვნელოვანი სექტორებს შორისაა სოფლის მეურნეობა, ყველის წარმოება და ჰიდროენერგიის გამომუშავება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics (2008). Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). წაკითხვის თარიღი: November 5, 2008.