დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ძოწისა და მეწამულ ველებად. ძოწის ველს უჭირავს დროშის 1/3. მასზე გამოსახულია ოქროს სახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომელსაც ოქროს გასხივოსნებული ქვა უჭირავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს-ექვსი (3/3 და 3/3-ზე) ოქროს ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3.