ახალგორის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალგორის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა დამტკიცებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №4 დადგენილებით, 26 აპრილი, 2010 წ.
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი მეწამული ჯვარი, ვერცხლის აბჯარი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ახალგორი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გერბიახალგორის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი ტეხილად არის გაყოფილი ორ ნაწილად — ვერცხლის და მეწამულ ველებად.

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე შტანდარტის ტიპის მეწამული ჯვარი.
  • II ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის აბჯარი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ახალგორი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]