დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დროშა — დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად: ლურჯ და მეწამულ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ვერცხლის ველზე მეფე თამარის მეწამული ხელრთვა (ფარის დაშორება ზედა და ქვედა კიდეებთან წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5). დროშის პროპორციაა 2/3.