პაკისტანის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაკისტანის გერბი
ვერსიები
დეტალები
დამტკიცდა 1954[1]
საჩაფხუტე ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
ფარი დაყოფილია ოთხ ნაწილად: პირველი მეოთხედში გამოსახულია ბამბის ყლორტი თეთრ რომბში, მეორე მეოთხედში ჩაის ღერო, მესამეში შეკრული ხორბლის კონა, ხოლო მეოთხეში ოთხი აღმოცენებული ჯუთის ღერო.
ფარმჭერები ორი ჟასმინის ტოტი, მათ ბუნებრივ ფერებში
დაფუძნება მუქი მაწვანე ლენტი, პაკისტანის ეროვნული დევიზით ურდუზე.
დევიზი ایمان، اتحاد، نظم
გამოყენება ეროვნული გერბი

პაკისტანის გერბიპაკისტანის სახელმწიფო ემბლემა. მიღებულია 1954 წელს და ეფუძნება პაკისტანის იდეოლოგიურ და ეკონომიკურ საფუძვლებს, კულტურულ მემკვიდრეობას და მისი სახელმძღვანელო პრინციპებს.[2] მისი ოთხი მთავარი კომპონენტია: ნახევარმთვარე და ვარსკვლავი ფარის ზემოთ, რომელიც გარშემორტყმულია ჟასმინის ტოტებით და გრაგნილი ფარის ქვემოთ.[2] გერბის მწვანე ფერი ისლამის ტრადიციული სიმბოლოა. ფარზე გამოსახული ბამბა, ჩაი, ხორბალი და ჯუთი აჩვენებს ქვეყნის მთავარ აგროკულტურებს და წარმოადგენს ეროვნული მეურნეობის ძირითად ბაზას.[2] ჟასმინის ტოტები წარმოადგენს პაკისტანის ეროვნულ ყვავილს და ხაზს უსვამს მის კულტურულ მემკვიდრეობას.[2] გერბის დევიზი შესრულებულია ურდუზე (ایمان، اتحاد، نظم), რომელიც ითარგმნება, როგორც „რწმენა, ერთობა, დისციპლინა“.

სხვა ემბლემები პაკისტანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ორგანოების ემბლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონული ემბლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიდი ჯამუის' და ქაშმირის სახელმწიფოს/პროვინციის ემბლემა შეიცავს ნახევარმთვარესა და ვარსკვლავს, მთებსა და ნეკერჩხლის ფოთოლს, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოში ამ ხის სიუხვეს.[3][4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. State Emblem of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-19. ციტირების თარიღი: 2017-06-01.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 The State Emblem. Ministry of Information and Broadcasting, Government of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-01. ციტირების თარიღი: 2007-11-29.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-17. ციტირების თარიღი: 2017-06-01.
  4. Basic Facts. Ministry of Information and Broadcasting, Government of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2007-11-29.