კვართი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვართი
DBP 1959 313 Heiliger Rock.jpg

კვართი აქვს რამდენიმე განმარტება:

  • სამოსელი
  • ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმსახურების დროს მედავითნის, დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელი. ეწოდება აგრეთვე სტიქარი. მიჩნეულია ქრისტეს სამოსლის სიმბოლურ გამოხატულებას.

კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.

  • უფლის კვართიიესო ქრისტეს პერანგი, რომელიც ღვთისმშობელის მიერ იყო მოქსოვილი. როგორც ცნობილია ღვთისმშობელმა თავი ტაძრის მსახურებას შესწირა და კარგად იცოდა რელიგიური წესჩვეულებები. გამომდინარე იქიდან რომ ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. ღვთისმშობელმაც გადაწყვიტა თავისი ძისთვის როგორც მღვდელთმოძვრისთვის მოექსოვა კვართი.
ვიკიციტატა
„ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად“

ქრისტეს სამოსელი — „კვართი საუფლო“ — საქართველოში ითვლებოდა სვეტიცხოვლის ტაძრის ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ, რომელიც, თქმულების მიხედვით, გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმიდან ჩამოიტანეს მცხეთელმა ებრაელებმა. გადმოცემით, კვართი დამარხულია მიწაში, სვეტის („სვეტიცხოვლის“) ქვეშ. ეს ლეგენდა ძველი ქართული საისტორიო თხზულებებში შესულია სხვადასხვა ვარიანტით. XII საუკუნეში ნიკოლოზ გულაბერისძემ ქრისტეს კვართს შრომა მიუძღვნა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 489, თბ., 1980