ნამგალი და ურო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამგალი და ურო საბჭოთა ჰერალდკაში

ნამგალი და ურო - სოციალისტური მოძრაობის სიმბოლო, შემდეგ კომუნისტური პარტიისა და მასთან ერთად სსრკ სახელმწიფო სიმბოლიკის მთავარი და განუყოფელი ნაწილი. მარტივი გაგებით, განასახიერებს მშრომელ მასებს:მუშებისა და გლეხების ერთობას.

ურო ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც ჰერალდიკური სიმბოლო სხვადასხვა გილდიების მიერ. ნამგალი კი განასახიერებდა მოსავლიანობას, ბარაქას, როგორც სოფლის მეურნეობის უძველესი იარაღი. ჰერალდიკაში ურო გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ნამგალი. ამის გამოხატულება იყო ნამგლის უროზე გამოსახვა, რაც უროს ხანდაზმულობაზე მიუთითებდა და ამასთან ერთად მუშათა კლასის უპირატესობას გლეხობასთან.

უნიკოდში, „ნამგალი და უროს“ სიმბოლოა U+262D. ()

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: