ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეტალები
დამტკიცდა აგვისტო, 2015
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბი გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა სამ ნაწილად. I ნაწილი – მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი; II ნაწილი – ზურმუხტის ველზე ვერცხლის ხე გარსშემოხვეული ოქროს ვაზით, რომელსაც აქვს ოქროს მტევნები და ფოთლები. III ნაწილი – შავი ველი (სიმაღლით ფარის 1:3), რომელსაც ზემოდან გასდევს ტალღოვანი სარტყელი; გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ოზურგეთი“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა პირველი გერბი 2014 წლის მარტში მიიღო. მისი აღწერილობა შემდეგნაირი იყო:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი 2014-2015

გერბის ფარი გადაკვეთილია სამ ნაწილად. ცენტრალური ზურმუხტის ველი ფარის სიმაღლის ნახევრის ტოლია. ზურმუხტის ველი, მის ზემოთ არსებულ ლაჟვარდის ველისგან გამოყოფილია ტალღისებურად. ლაჟვარდის ველი ფარის სიმაღლის ნახევრის ტოლია. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებზე მოთავსებულია ოქროს ფიგურა: სვეტი, რომელიც ბოლოვდება ჯვრით და მწოლიარე ლომი, რომელსაც მარჯვენა თათით უპყრია მახვილი. ლაჟვარდის ველის მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ვერცხლის ცხრაქიმიანი მნათობი. ქვედა სევადის ველი წარმოადგენს გერბის სიმაღლის მეოთხედს და გადაკვეთილია სამი ვერცხლის ტალღისებური სარტყლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]