სან-მარინოს გერბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-მარინოს გერბი

სან-მარინოს გერბი

უწინდელი ვერსია

Coat of arms of San Marino (before 2011).svg
სან-მარინოს გერბი 2011 წლის სტანდარტიზაციამდე. ის ამჟამადაც გამოიყენება სან-მარინოს სამთავრობო პორტალზე [1]

დეტალები
მატარებელი

სან-მარინოს რესპუბლიკა

დამტკიცდა

XIV საუკუნე

საჩაფხუტე

რესპუბლიკის გვირგვინი

ფარი

ლაჟვარდოვანი ფონი, სამი ამწვანებული მთა, სამი ქვითნაგები და ფანჯრიანი ვერცხლისფერი კოშკით თითოეულზე სირაქლემის ბუმბულით

ფარმჭერები

დაფნისა და მუხის ტოტები

დევიზი

Libertas (თავისუფლება)

სან-მარინოს გერბი — დაახლოებით XIV საუკუნეში შექმნილი გერბი. მისი ოფიციალურად დამტკიცების თარიღად მიჩნეულია 1862 წლის 6 აპრილი[2].

გერბის XX საუკუნის შუა პეიროდამდელ ოფიციალურ დიზაინთან დაკავშირებით მცირე მტკიცებულებები არსებობს. დროშების შესახებ პოპულარული ჟურნალის „The Flag Bulletin“-ის 1963-64 წლის ზამთრის გამოშვების 31-ე გვერდზე აღნიშნული იყო, რომ „სან-მარინოს დროშისა და გერბის ოფიციალური ფირფიტა, წარმოადგენდა სან-მარინოს მთავრობის საჩუქარს, ნიუ-იორკში მათი კონსულის მეშვეობით.“ 1963 წლის მარტიდან თავდაპირველად ეს ფირფიტა გამოქვეყნდა რესპუბლიკის ოფიციალურ გზამკვლევში[3]. 2011 წელს, ახალმა „კანონმა სან-მარინოს დროშისა და გერბის“ შესახებ მიიღო ოდნავ გამარტივებული გერბის დიზაინი, მთავარი ცვლილებები შეეხო ტოტებს, რომლებსაც განტოტებები აღარ ჰქონდათ, კოშკებს რომლებიც მრგვალი ფორმის მაგივრად ოთხკუდხედები გახდნენ და ფანჯრებს, რომლებიც ახლა „სინისტერის“ მიმართულებით არიან განლაგებულნი.

სან-მარინოს გერბი გამოსახულია ქვეყნის დროშაზე და სან-მარინოს ფეხბურთის ფედერაციის ლოგოზე.

აღწერა[რედაქტირება]

გერბის ოფიციალური აღწერილობა:

რესპუბლიკის ოფიციალური გერბი ზემოდან დამშვენებულია გვირგვინით, სახელმწიფოს სუვერენულობის სიმბოლოთი

ფარის ფონი ლაჟვარდოვანია, სამი მთა ამწვანებული, კოშკები ვერცხლისფერი, ფანჯრებიანი, ქვით ნაგები და სათვალთვალოებით თავზე. კოშკებს ზემოდან ამშვენებს სირაქლემის ბუმბულები. ფარი გარშემორტყმულია ორი მწვანე ტოტით, რომელიც ჯვარედინად გადაიკვეთება ფარის ქვედა ნაწილში, ერთი ტოტი ზეთისხილისაა, ხოლო მეორე მუხის, ორივე ტოტი აყვავებულია. ვერცხლისფერ ლენტზე ლათინურად მთავრული ასოებით აწერია დევიზი LIBERTAS.

გერბის კომპონენტები დეტალურად:

  • დევიზი — „LIBERTAS“ (ლათ. თავისუფლება). დევიზი სავარაუდოდ დაკავშირებულია, სან-მარინოს ადრეულ წლებში პოლიტიკური დევნის მსხვერპლებთან, და ქვეყნის თავისუფლების გასაოცარ შენარჩუნებასთან დიდი სახელმწიფოების გარემოცვაში. ასევე შესაძლებელია, რომ დევიზი შემუშავავებულ იქნა ქვეყნის დამაარსებლის მარინუსის ბოლო სიტყვებიდან „Relinquo vos liberos ab utroque homine“ (ლათ.-დან „მე გტოვებთ თავისუფალს ორივე კაცისგან“)[4].
  • მუხისა და ზეთისხილის ტოტები, რომელნიც გერბს გარშემოერტყმიან წარმოადგენენ რესპუბლიკის სტაბილურობისა და თვისუფლების დაცვის სიმბოლოებს.
  • გვირგვინი წარმოდგენილია სუვერენულობის სიმბოლოს სახით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სან-მარინოს ფეხბურთის ფედერაციის ლოგო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. www.esteri.sm
  2. About the Republic of San Marino, გვ. 6.
  3. Giuseppe Rossi et al., Serenissima Repubblica di San Marino - Guida Ufficiale, Editrice VOGARTE, San Marino, March 1963
  4. This somewhat mysterious phrase is most likely to refer, to the two "men" from whose oppressive power Saint Marinus had decided to separate himself, becoming a hermit on Mount Titano: respectively the Emperor and the Pope. This affirmation of freedom (first and foremost fiscal franchise) from both the State and the Church, however legendary, has always been the inspiration of the tiny republic. (source: "The Republic of San Marino", William Miller, The American Historical Review, Vol. 6, No. 4 (ივლ., 1901), გგ. 633-649)