იოსებ შარლემანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარლემანი.

იოსებ ადოლფის ძე შარლემანი (რუს. Шарлемань Иосиф (Осип) Адольфович, ფრანგ. Iosif Charlemagne) (დ. 6 აპრილი, 1880, პეტერბურგი — გ. 31 დეკემბერი, 1957, თბილისი) — რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამამისი ადოლფ შარლემანი იყო ცნობილი მხატვარი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ ("Мир искусства"), „აპოლონი“ ("Аполлон"), „ლუკომორე“ ("Лукоморье"), „სატირიკონი“ ("Сатирикон"). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები. მეტწილად მუშაობდა გრაფიკულ ტექნიკაში, სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ასრულებდა შეკვეთებს ფაიფურის საიმპერატორო ქარხნისთვის. 1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა კავკასიაში, 1918 წლიდან თბილისში. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც ჩამოაყალიბა და თავადვე ხელმძღვანელობდა გრაფიკის ფაკულტეტს (1922 წლიდან). 1941 წლიდან აკადემიის პროფესორია.

ი. შარლემანმა საქართველოში 40 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე შექმნა არაერთი ნამუშევარი: შესრულებული აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ილუსტრაციები, სპექტაკლების გაფორმება, გრაფიკა საქართველოს ბუნების და ცხოვრების თემებზე. არის ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბისა (ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით), ასევე საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბისა, ე. ლანსერესთან ერთად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე მარიამ გიორგის ასული მუსხელიშვილი (დ. 1883, თბილისი — გ. 1967, იქვე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 366, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]