საქართველოს ორგანული კანონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ორგანული კანონები მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული[1].

ამ აქტების ცნება ოდნავ განსხვავებულია სხვა სახელმწიფოების აქტებისგან. თუ იქ, ორგანული კანონით, როგორც წესი, განისაზღვრება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების სტატუსი, საქართველოში ორგანული კანონით, ძირითადად, მოწესრიგებულია საკითხები სახელმწიფო სიმბოლიკის, არჩევნების, რეფერენდუმის, პარლამენტის წევრის სტატუსის, საკონსტიტუციო სასამართლოს, იმპიჩმენტის, მოქალაქეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო სასამართლოების და სხვ. შესახებ[2].

მოქმედების სფერო[რედაქტირება]

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ორგანული კანონებით განისაზღვრება:

საქართველოს ორგანული კანონის ადგილი სხვა ნორმატიულ აქტებს შორის[რედაქტირება]

ზოგადად, ნორმატიული აქტების იერარქია განისაზღვრება საქართველოს კანონში ნორმატიული აქტების შესახებ. ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ნორმატიულ აქტთა მიმართება მოცემულია მე-3 მუხლში. ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონი ადგილს იკავებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების შემდეგ[17]:

ვიკიციტატა
„საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

დ) საქართველოს ორგანული კანონი;

ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“

საქართველოს ორგანული კანონის მიღება[რედაქტირება]

საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული[1].

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი[18].

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მიერ მიღებულ ორგანული კანონის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და მოტივირებული შენიშვნით უკან დაუბრუნებს მას, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. პარლამენტს შეუძლია ან გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები, ან კენჭი უყაროს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც გათვალისწინებულია ორგანული კანონისთვის — პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.[19]. პრეზიდენტის ვეტოს გასალახავად კი საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის ხმა[20]. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მაშინ მას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე[21].

საქართველოს ორგანული კანონები[რედაქტირება]

  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი იმპიჩმენტის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე;
  • საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ;
  • საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ
  • საქართველოს კონსტიტუცია
  • ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი
  2. ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010, გვ. 16-17
  3. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი
  4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი
  5. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი
  6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი
  7. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი
  8. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი
  9. საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი
  10. საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის 3-ე ქუნქტი
  11. საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი
  12. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი
  13. საქართველოს კონსტიტუციის 861-ე მუხლის მე-3 პუნქტი
  14. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი
  15. საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-4 პუნქტი
  16. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი
  17. საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი
  18. საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი
  19. საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი
  20. საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტი
  21. საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი