დმანისის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

დმანისის მუნიციპალიტეტის გერბიდმანისის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარის მეწამულ ველზე ოქროს ლეოპარდი, რომელსაც უპყრია ოქროს შუბი ვერცხლის ბაშელიერით; ბაშელიერზე ტართან ახლოს გამოსახულია მეწამული ჯვარი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭე.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „დმანისი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]