თიღვის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თიღვის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი ერთკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
დევიზი თიღვა

თიღვის მუნიციპალიტეტის გერბითიღვის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2010 წლის 24 მაისს №2 დადგენილებით.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეწამულ ველზე მოთავსებულია ვერცხლის დაჭიმული მშვილდ-ისარი. ფარის ზედა მარჯვენა კუთხე უჭირავს თავისუფალ კანტონს, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია გამოსახული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „თიღვა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]