ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა
მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს № 64 დადგენილებით, 6 ივლისი, 2018 წლის[1]
პროპორცია National flag, civil and state ensign 2:3
წინა დროშები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა 2012-2018 წლებში[2][3]
პროპორცია National flag, civil and state ensign 2:3

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2018 წლის 6 ივლისის, № 64 დადგენილებით.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი. ჯვრის მკლავები ეხება დროშის კიდეებს და დროშის ველს, 4 არათანაბარ ნაწილად ყოფს: I და III მეოთხედი სიგანით ისე შეეფარდება II და IV მეოთხედების როგორც 3/7. დროშის I და III მეოთხედები ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები — ძოწის. ოქროს ჯვარზე მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით და ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.

წინა დროშის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშის ძოწის ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავების გადაკვეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს, დროშის 1/3-ზე. ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშის პროპორციაა 2:3.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]