რუმინეთის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთის გერბი
დეტალები
მატარებელი რუმინეთის დროშა რუმინეთი
დამტკიცდა 10 სექტემბერი, 1992

რუმინეთის გერბირუმინეთის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად. მიიღეს 1992 წლის 10 სექტემბერს. გერბის მთავარი ელემენტია ოქროს არწივი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ჯვარი, ხოლო კლანჭებით სკიპტრა და ხმალი. გერბის ძირითადი ფერებია სითელი, ლურჯი და ყვითელი, რომლებიც წარმოადგენილა რუმინეთის დროშაზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარი, რომელიც გამოსახულია არწივზე იყოფა 5 ნაწილად, თითოეულ მათგანს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუმინეთის გერბი პირველად მიიღეს 1859 წელს, როდესაც ალექსანდრუ იოან კუზამ გააერთიანა ორი რუმინული სახელმწიფო მოლდავია და ვლახეთი. ამ პერიოდში ორი ჰერალდიკური სიმბოლო, ოქროს არწივი და ძროხის თავი, ოფიციალურად გაერთიანდა.

1866 წელს, მას შემდეგ რაც, კაროლ I აირჩიეს რუმინეთის თავადად, ფარი დაიყო ოთხ ნაწილად. დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ ფარზე დაემატა მეხუთე ნაწილი, დელფინები, დობრუჯის სიმბოლო, ხოლო 1922 წელს, ტრანსილვანიის რუმინეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, ერთ-ერთ მეოთხედში დაემატა შავი არწივი, შვიდი ციხესიმაგრე, მზე და მთვარე.

1948 წელს კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერბი შეიცვალა. აღნიშნულმა გერბმა სამჯერ განიცადა ცვლილება, პირველად 1948 წელსვე, მეორედ 1952 წელს, ხოლო მესამედ 1966 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]