ქარელის მუნიციპალიტეტის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარელის მუნიციპალიტეტის დროშა
მიღებულია დამტკიცებულია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №38 დადგენილებით, 30 დეკემბერი, 2010 წ.
პროპორცია National flag, civil and state ensign 2:3
სიმბოლიკა ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ოქროს კვერთხი, დავით აღმაშენებლის ოქროს გვირგვინი, 2 ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, მუხის ოქროს ფოთოლი ორი ნაყოფით (რკოთი)

ქარელის მუნიციპალიტეტის დროშაქარელის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ოქროს თავსარქმელი (გვირგვინი); კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, ხოლო კვერთხების ქვემოთ — სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი).

დროშის პროპორციაა - 2/3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]