მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბიმარნეულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გადაკვეთილია ორ ნაწილად — მეწამულ და ვერცხლის ველებად.

  • პირველი ნაწილი — მეწამულ ველზე სამი ოქროს ლომი.
  • მეორე ნაწილი — ვერცხლის ველს შუაზე ყოფს ქონგურებიანი ხიდის მსგავსი მეწამული სარტყელი; ზემოთ კი მოთავსებულია მეწამული ჯვარი. ირემი შემართული ფეხით.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „მარნეული“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]