საბერძნეთის გერბი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ვერსიები | |
|---|---|
| დეტალები | |
| დამტკიცდა | |
| გვირგვინი |
დაფნის გვირგვინი |
| ფარი |
ლურჯი ფარი თეთრი ჯვარით |
| დევიზი |
„ |
საბერძნეთის გერბი საბერძნეთის სახელმწიფო სიმბოლო, შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან — ჰერალდიკური ლურჯი ფარი თეთრი ჯვარით (დროშის ფრაგმენტი), ხოლო ფარის გარშემო — დაფნის გვირგვინი. ფარი ჯვრით სიმბოლოა სამხედრო დიდების და ამასთანავე საბერძნეთში მთავარი რელიგიის — მართლმადიდებლობის. დაფნის გვირგვინი საბერძნეთის უძველესი ისტორიის სიმბოლოა, ასეთი გვირგვინით აჯილდოებდნენ უძველესი ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს.