ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

ჩოხატურის მუნიციპალიტეტის გერბიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად — მწვანე და მეწამულ ველებად. ფარის თავსა და ძირში სამ-სამი ვერცხლის ტალღისებური შემცირებული სარტყელია მოთავსებული. სარტყელებს შორის ვერცხლის ფიგურა — გაწყვეტილთასმიანი ხიზით, ბაზიერის საბუხარზე მჯდარი, ვერცხლის მიმინო, რომელსაც თავი მარცხნივ, ვერცხლის რვა ქიმიან ვარსკვლავისაკენ აქვს მიმართული.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ჩოხატაური“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]