ხულოს მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხულოს მუნიციპალიტეტის გერბიხულოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა მწვანე და მეწამულ ველებად. გერბის ფარის ზედა ნაწილს კვეთს კუთხოვანი ვერცხლის სარტყელი, ხოლო ქვემოთ მოთავსებულია ოქროს გორაზე შემომდგარი ერთ კოშკიანი ოქროს ციხე-სიმაგრე, რომლის ქონგურებზე, კოშკის ორივე მხარეს აღმართულია 2 დროშა — მარჯვენა დროშა ტარით მარცხნივ, მარცხენა დროშა ტარით მარჯვნივ. მარჯვენა დროშაზე ჰოროზონტალურადაა გამოსახული მეწამული მახვილი თანმხლები ორი მეწამული ვარსკვლავით ვერცხლის ველზე. მეწამული მახვილის პირი მიმართულია მარჯვნივ; მარცხენა დროშაზე — სამი ვერცხლის სარტყელი ლურჯ ველზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ხულო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]